“ვარჯიშზე ფეხბურთელებს ეჩხუბა და ახალ მეთოდს მიმართა” – რას წერს იტალიური გამოცემა კალცონაზე?

20 აპრილს, სერია A-ს 33-ე ტურში “ნაპოლისა” და “ემპოლის” (0:1) მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს და ევროტურნირებზე მოხვედრა რთულ მისიად მოჩანს…
Corriere dello Sport-ის ცნობით, კალცონამ სავარჯიშო პროცესზე საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა და მოთამაშეებს მათი ფოტოები აჩვენა, რომელიც “ემპოლისთან” მატჩში იყო გადაღებული.
ამით კალცონამ ფეხბურთელების დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი სათამაშო განწყობა არადამაკმაყოფილებელია.
ცნობილი იტალიური გამოცემა ირწმუნება, რომ ფრანჩესკომ ვარჯიშზე მოთამაშეები ფიზიკურად ძალიან დატვირთა და დისციპლინის
პრობლემების მოგვარებას შეუდგა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, “რომას” წინააღმდეგ გამართავს.