ვარციხეში ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს – დაწყებულია გამოძიება

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ქუჩის ძაღლს სანადირო თოფიდან ესროლეს და დაჭრეს. როგორც ტაბულას -ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ადგილობრივი ცხოველთა უფლებადამცველების თქმით, ძაღლს საფანტი რამდენიმე ადგილას მოხვდა. მათივე ინფორმაციით, ცხოველს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.