ვარშალომიძე პუტინის მოთხოვნით დააკავეს – ხაბეიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, ლევან ვარშალომიძის დაკავება საზღვარზე პუტინის მოთხოვნით მოხდა.
“ლევან ვარშალომიძის დაკავება მოხდა პუტინის ს მოთხოვნით საზღვარზე. გააჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინის ეძებს ლევან ვარშალომიძეს, რადგან ის, პირველ რიგში, არის საქართველოს პატრიოტი, ის კონკრეტულ საქმიანობას ეწევა ში და იბრძვის უკრაინიდან ისე, როგორც მას ეს შეუძლია და შესაბამისად, ამიტომაც ჰყავს პუტინს ის მტრად გამოცხადებული. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მას არ გადასცემენ რუსეთს, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში ლევან ვარშალომიძე იქნება თავისუფალი.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ