პოლონური მედიის ცნობით, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს.
ირკვევა, რომ საქართველოს 31 წლის მოქალაქეს სასიკვდილო ჭრილობა პოლონეთში, ვარშავაში, კონსტიტუციის მოედანზე მკერდის არეში დანით მიაყენეს.
მედიის ცნობით, დაპირისპირების შედეგად, საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა. ერთ ადამიანს ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა, მეორეს ბარძაყში, მესამეს კი მენჯის არეში.
მედია წერს, რომ დაპირისპირებაში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ფაქტზე პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.
