ვარშავა მხარს უჭერს ტრამპის მოთხოვნას, ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯონ

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ვარშავა მხარს უჭერს -ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5 პროცენტი დახარჯონ, თუმცა, კამიში იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, ათი წელი დასჭირდეს ამ მიზნის მისაღწევად.
მინისტრმა ასევე ისაუბრა პოლონეთის მიერ 2022 წლის თებერვლის შემდეგ თავდაცვის ხარჯების გაორმაგებასა და იარაღის ყიდვაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
„ტრამპის მიზნის მიღწევას კიდევ ერთი ათწლეული დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, არ ღირს მისი კრიტიკა იმისთვის, რომ მან ნამდვილად ამბიციური მიზანი დასახა. […] ჩვენ ბევრი ვიყიდეთ, მაგრამ ჩვენი ადგილი რუკაზე ინვესტიციებსა და აღჭურვილობის შეძენას უბრალოდ აუცილებელს ხდის“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა