ვარსკვლავებს არ წყვეტს “ქართული ოცნება”, მაგრამ მოწინააღმდეგეს, რომელსაც შეთანხმების უნარი არ აქვს, მოუგებს და უნდა მოუგოს კიდეც – იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

ჩვენი გამარჯვება იქნება იმდენი ხმების აღება, რამდენიც საჭიროა ქოცების და ნაცების დაბალანსება, რადგან მათ არ ჰქონდეთ უმრავლესობა,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
ს თქმით, “ქართული ოცნება” ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ ოპოზიციას, რომელსაც შეთანხმების უნარი არ აქვს, უნდა მოუგოს კიდეც.
“საერთოდ არ მინდა ისეთ პარლამენტში ყოფნა, სადაც არავინ არაფერს გეკითხება, რადგან ქართულ ოცნებას “რას-დვაზე” ჰყავს დაყენებული ბიზნესმენები, დამწყები პოლიტიკოსები და ყოფილი ბიუროკრატები. ფაქტია, რომ მოწესრიგებული სისტემა აქვთ. მარტივია – ზემოდან გეტყვიან დააწექი მწვანე ღილაკს და შენც აწვები.
ოპოზიციაში კი ნაცები, რომლებიც 35 კაცით შევიდა პარლამენტში, იქ არ დადიან, იქ არ არსებობენ, არ იღებენ არაფერში მონაწილეობას და გამოდის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არ არის ჩართული და ეს თუ ასე გაგრძელდა, ფაქტია, რომ “ოცნება” მოიგებს და უნდა მოიგოს კიდეც. ვარსკვლავებს არ წყვეტს “ქართული ოცნება”, მაგრამ მსგავს მოწინააღმდეგეს, რომელსაც შეთანხმების უნარი არ აქვს და სულ ისტერიკაშია, უნდა მოუგოს.
სტრატეგიის დალაგება შესაძლებელია: მე როგორც ვუყურებ არის ის, რომ არჩევნებზე იყოს სამი პარტია: “ნაცები”, “ქოცები” და “გირჩები” და ვერცერთმა ვერ აიღოს 50%. სწორედ ამიტომ გვჭირდება დამბალანსებლის როლი. ჩვენი გამარჯვება იქნება იმდენი ხმების აღება, რამდენიც საჭიროა ქოცების და ნაცების დაბალანსება, რადგან მათ არ ჰქონდეთ უმრავლესობა ,”- აცხადებს იაგო ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში