ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული კონფერენციების მიზნებზე ისაუბრა, რომლის დროსაც, ბორდის წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრა და სხვადასხვა საკითხის დისკუსიის ფორმატში განხილვაა დაგეგმილი. ლიპარტელიანის განცხადებით, მმართველი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი საუბარი ახალგაზრდებთან, რადგან ქვეყნის წინსვლა და განვითარება შეუძლებელი იქნებოდა პროცესებში მათი ჩართულობის გარეშე.
„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ადამიანისგან მოვისმინოთ იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ აქვთ. თუნდაც, კრიტიკული იყოს, მათი ყოველი სიტყვა და აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა და წარმატება. ამიტომ, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის“ – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა