ვარკეთილში კაცმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა

თბილისში, ვარკეთილში, კაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. შემთხვევა გუშინ, 8 იანვარს მოხდა.
ქალი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში. სავარაუდოა, რომ ქალის გარდაცვალების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირცება მკვლელობის მცდელობიდან მკვლელობამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონს მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ – ევროპა ჩართული უნდა იყოს დიპლომატიურ პროცესში და მის ხმას წონა უნდა ჰქონდეს