ვარკეთილში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ – “იაკობს ვიცნობ, ძალიან მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანია”

ვარკეთილში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის 20 საათზე მეტია რაც სახლიდან გავიდა და ბოლოს ვარკეთილის ტერიტორიაზე იყო.
“ვეძებთ ჩემს უახლოეს ადამიანს. 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ ვუკავშირდებით, ვერც ოჯახის წევრები. არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დის. არ გამოცხადებულა გამოცდაზე. ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით, აცვია პიჯაკი. იაკობი ჰქვია,” – წერს ახლობელი.
ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 568771848
გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, წერს:
იაკობს ვიცნობ საქმიდან გამომდინარე, არის ძალიან მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანი, ამდენი ხანი რომ არ ჩანს, ალბათ რამე პრობლემა აქვს, რამე უჭირს, სხვა შემთხვევაში მეეჭვება ახლობლები ენერვიულებინა, თუ ვინმემ სადმე შენიშნეთ, ან მიამსგავსეთ, გამოეხმაურეთ ახლობლებს …

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე