ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი კორპუსი სამგორის რაიონში ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი, რომელშიც დეველოპერულ კომპანიებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.
„კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-10 კვარტალში. ესაა მეცხრე კორპუსი. ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 44 ოჯახი დროებით ქირით გვყავს გაყვანილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი სრულიად გარემონტებულ, მოწესრიგებულ საცხოვრებელ ფართებში დაბრუნდებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მ სხდომაზე წარმოადგინა არსებული ავარიული შენობის ამსახველი ფოტომასალა.
„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერაა, რომ რაც შეიძლება მეტი ძველი კორპუსი იქნეს ჩანაცვლებული ახალი, თანამედროვე კორპუსებით. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, ვიდრე აქვთ. ეს ხელს უშლის პროგრამის განხორციელებას, პროექტების ბოლომდე მიყვანას. ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახებს იმაზე მეტი ფართი მივცეთ, ვიდრე აქვთ. მზად ვართ, იგივე ფართები, გადავცეთ სრულიად ახალ შენობაში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, როდესაც მსჯელობა გვექნება ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ