გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, – ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე, როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.
შემთხვევის ადგილიდან მყისიერად მოვახდინეთ მოქალაქეთა ევაკუაცია, აგრეთვე აღნიშნული კორპუსიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ ყველა მოქალაქე. ამ ეტაპზე პერიმეტრი შემოსაზღვრულია და ვიცავთ უსაფრთხოებას.
რაც შეეხება ინფორმაციას გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ რაც დავაზუსტებთ ინფორმაციას გარდაცვლილების თაობაზე, აუცილებლად მოგახსენებთ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
