ვაჟა სირაძე – არანაირი სანქცია და შეზღუდვა არცერთ ძალოვანთან არ მოსულა

არანაირი სანქცია და შეზღუდვა არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ საქართველოში -ს საელჩოში გამართულ მიღებაზე განაცხადა.
სირაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა აქვს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა აქვს აშშ-თან, ეს ურთიერთობა ყოველდღიურად გრძელდება.
რაც შეეხება დასანქცირებას, ამის შესახებ ინფორმაცია, არც მე და, არც რომელიმე ძალოვანს ოფიციალურად არ მოგვსვლია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გადაუმოწმებელ ინფორმაციას გარკვეული ტელევიზიები დარწმუნებით ავრცელებენ. როგორც ყოველთვის მათი მიზანია, პოლიციელების დისკრედიტაცია, ამ მეთოდებით.
არანაირი სანქცია და შეზღუდვა არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა“,- განაცხადა სირაძემ.