ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებს: ღარიბებს რატომ უნგრევთ ჯიხურებს და მდიდრებს რატომ უტოვებთ, რატომ ხდება შერჩევითი სამართალი?

ბათუმის საკრებულოში „ლელო- ძლიერი საქართველოს” წევრმა ვაჟა დარჩიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, მუნიციპალური სამსახურის უფროსი ბათუმის ბულვარში ჯიხურების დემონტაჟის საკითხზე დაიბარონ.

აღნიშნულის თაობაზე დარჩიამ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯიხურების დემონტაჟი შერჩევითი სამართლის პრინციპით ხდება.

„ბათუმში უნებართვო მშენებლობებია, ამ უკანონობასთან რა რეაქცია გვაქვს? გამოვდივარ ინიციატივით, მუნიციპალური სამსახურის უფროსი დაიბარეთ და იკითხეთ, რა მოხდა? ღარიბებს რატომ უნგრევთ ჯიხურებს და მდიდრებს რატომ უტოვებთ, რატომ ხდება შერჩევითი სამართალი?”,- განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

მმართველი გუნდის წევრებმა აღნიშნული განცხადება უპასუხოდ დატოვეს.