ვაჟა ბერიძე – პარადიგმული კრიზისის ფონზე ქართული სახელმწიფოებრიობა სერიოზული საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
– ბატონო ვაჟა, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა, უკვე ცხადად ჩანს, რომ 15 დეკემბერს საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ფაქტია, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ საქართველო ახალ რეალობაშია, თან ისეთში, როგორც ბევრი თვლის, არც ხელისუფლების ნაწილი რომ არ ელოდა და არც ოპოზიციის ნაწილი.
დამკვირვებელთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ევროსტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიოს გავლენიანმა ცენტრებმა მიიღეს, რასაც ხელს ვერც ევროჩინოვნიკები შეუშლიან და ვერც ევროპარლამენტარები“.
მეტიც, „ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გაცილებით უფრო სწრაფად ჩაივლის, ვიდრე ეს ქართველებს ჰგონია. არაა გამორიცხული საქართველო ევროკავშირის წევრი არა 2030-ში, არამედ უფრო ადრე, 2028-ში გახდეს“.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ახალ რეალობას, რომელშიც ქვეყანა 7 ოქტომბრის შემდეგ აღმოჩნდა?
– თუ 15 დეკემბერს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, და სავარაუდოდ, ასეც მოხდება, ეს იქნება, უდაოდ, სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ევროგაერთიანების სრულფასოვანი წევრობისკენ. რაღა თქმა უნდა, ეს იქნება, ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და ხალხის, ოპოზიციისა და თითოეული მოქალაქის დამსახურება და აღიარება. ეს ეჭვგარეშეა. აქვე უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ნაკლებად იქნება კავშირში 12 პუნქტის შესრულება- არშესრულებასთან. ყოველგვარი მიეთ-მოეთი და ამ ფაქტის ინტერპრეტაციები უშედეგოა და არავის მისცემს ხელს.
თუმცა, ეს ყველაფერი არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ევროპისკენ ჩვენი სვლა შეუქცევადი პროცესია. უამრავი ხიფათი არსებობს, რაც სამომავლო მოვლენათა განვითარებას შეცვლის, თუ ქვეყანა ასეთი ვითარებისთვის სათანადო მზაობას არ გამოავლენს.
ასეთი წინასწარი აღქმის საფუძველს მაძლევს ამ წარმატების მიღმა სერიოზული გადაულახავი წინაღობების არსებობა:
– ხელისუფლებას არ აქვს ინტენსიური და შედეგიანი კავშირი საზოგადოებასთან,
– საერთოდ ვერ საუბრობს სხვადასხვა ჯურის, მის მიერ რადიკალურად მონათლულ ოპოზიციასთან,
– ოპოზიციას არ შეუძლია თავისი უპირველესი და მთავარი ფუნქციის, – ხელისუფლების ოპონირების განხორციელება,
– მედია სივრცე გაყოფილია ორ მტრულ ბანაკად და გადაქცეულია პრიმიტიული პროპაგანდის იარაღად,
– ხელისუფლება აქეზებს სამომავლო გეზის მოქცევას მაიდანი-ანტიმაიდანის სქემაში და ყველა ერთად უდრტვინველად შესცქერის ათწლეულების განმავლობაში აბსოლუტური უმრავლესობის მიერ უკრიტიკოდ აღიარებული პარადიგმის კრიზისს…
უკვე სახეზეა იდეათა და შეხედულებათა ერთობლიობის, კონსენსუსური ჩარჩოს რღვევა, რაც დაახლოებით წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყებს ჩამოყალიბებას, როცა ქართული საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საბჭოთა სისტემა რეფორმას და გაჯანსაღებას არ ექვემდებარებოდა და დაიწყო სწრაფვა თავისუფლებისკენ.
ხელისუფლებას არ აქვს ინტენსიური და შედეგიანი კავშირი საზოგადოებასთან, საერთოდ ვერ საუბრობს სხვადასხვა ჯურის, მის მიერ რადიკალურად მონათლულ ოპოზიციასთან, ოპოზიციას არ შეუძლია თავისი უპირველესი და მთავარი ფუნქციის, – ხელისუფლების ოპონირების განხორციელება, მედია სივრცე გაყოფილია ორ მტრულ ბანაკად და გადაქცეულია პრიმიტიული პროპაგანდის იარაღად
ამ სწრაფვის საფეხურებიც ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბდა – თავისუფლება, დემოკრატია, ევროკავშირი და ნატო, ადამიანის უფლებები, „თავისუფალ ხალხთა ცივილიზებულ ოჯახში“ გაწევრიანება.
მას შემდეგ, რაც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობისას, ამგვარი მომავლის სერიოზული ხარვეზები გამოიკვეთა, დემოკრატია კორუფციით და უპერსპექტივობა, მერე ევროპული რეალობა სააკაშვილის საეჭვოდ ევროპული მმართველობისას ჩვეულებრივი ავტორიტარიზმის კონტურებში ვიხილეთ, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება ევროპას ლამის ულტიმატუმს უყენებს, თუ როგორებიც ვართ ისეთებს არ მიგვიღებთ, არც გვინდაო და ამას დღევანდელი ქართული საზოგადოების უმეტესობის მხარდაჭერა ახლავს თან, ეს საბჭოური პერიოდიდან ჩამოყალიბებადი მიზანი, ფაქტობრივად მთელი ქართველი ხალხის მიერ გაზიარებული, უკვე ეჭვქვეშ დგება.
დღევანდელი ხელისუფლება ევროპას ლამის ულტიმატუმს უყენებს, თუ როგორებიც ვართ ისეთებს არ მიგვიღებთ, არც გვინდაო და ამას დღევანდელი ქართული საზოგადოების უმეტესობის მხარდაჭერა ახლავს თან, ეს საბჭოური პერიოდიდან ჩამოყალიბებადი მიზანი, ფაქტობრივად მთელი ქართველი ხალხის მიერ გაზიარებული, უკვე ეჭვქვეშ დგება
ჩვენ, ბუნებრივია, აქ ვცხოვრობთ, ამ საზოგადოებაში, აქ ვშრომობთ და თვალს ვადევნებთ ხედვების ცვლილებას, კულუარებში და საკმაოდ ავტორიტეტულ წრეებში, ისმის ევროინტეგრაციის უალტერნატივო მიმართულების საპირწონედ აქცენტების გადანაცვლება „ბრიქსზე“, ახალ სტრატეგიულ პარტნიორზე – ჩინეთზე, დასავლური საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობის მიუღებლობის ხაზგასმა, მთელი რიგი ღირებულებების უარყოფა და ამ რეალობის „ლიბერალურ ფაშიზმად“ დაკვალიფიცირება.
ეს უკვე პარადიგმული კრიზისის სერიოზული ნიშნებია. აქამომდე ჩვენს სახელმწიფოებრიობას, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, დასავლეთთან, შტატებთან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა განსაზღვრავდა.
ამ პარტნიორობის ვექტორის გადანაცვლება ჩინეთისკენ, დამაიმედებელი შეძახილები 3+3 ფორმატთან მიმართებაში, პროქართულობის წინა პლანზე წამოწევა, ოპოზიციის ცალკეული ნაწილის მიერ პროქართულების და პროდასვლურობის იგივეობის ხაზგასმა, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამგვარი სერიოზული კრიზისის არსებობას.
საკითხავი მხოლოდ ერთია – საერთო ეროვნული პარადიგმის ამ ცვლილებას ჩვენი საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს. თუ ეს წილი ნახევარზე მეტი გახდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის საარსებო საფრთხეც დადგება და მაშინ საკითხავია ჩვენი განვითარების, პერსპექტივის და სამომავლო ტერიტორიული მთლიანობის ახალი გარანტორები ვინ იქნებიან?
ჩინეთი და ინდოეთი? თურქეთი და აზერბაიჯანი? თუ თვით ც? როგორ უნდა მოვიქცეთ?
კიდევ ერთხელ ხაზგასმით შევნიშნავ, რაც ადრეც მითქვამს – იმპერიების ნანგრევებზე აღმოცენებულ სახელმწიფოებს აქვთ უზენაესი ამოცანა – დაამტკიცონ, რომ დამოუკიდებლობის ღირსნი არიან და შეუძლიათ თავიანთი თავისუფლების და სუვერენიტეტის დაცვა.
მაგალითად მოვიყვან ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნანგრევებზე ჩამოყალიბებულ რამდენიმე სახელმწიფოს, რომელთაგან მხოლოდ პტოლემიდების ეგვიპტემ იარსება რამდენადმე წარმატებულად, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.
სხვა ყველაფერი მხოლოდ უმნიშვნელო ფაქტებია, დეტალები, რომლებშიც ეშმაკიც კი არ იმალება.
„პოკერის ვირტუოზი“ – ივანიშვილი, ჯერ-ჯერობით უშეცდომოდ თამაშობს. ყველაფერი ისეა, როგორც მას სურს – ქვეყნის წინაშეც პირნათელია – აჰა და სტატუსი! დასავლელ პარტნიორებთანაც, – წინააღმდეგი არ არის ევროინტეგრაციის, პირიქით.
„პოკერის ვირტუოზი“ – ივანიშვილი, ჯერ-ჯერობით უშეცდომოდ თამაშობს. ყველაფერი ისეა, როგორც მას სურს – ქვეყნის წინაშეც პირნათელია – აჰა და სტატუსი! წინააღმდეგი არ არის ევროინტეგრაციის, პირიქით
და ყოვლად უნიადაგოა ოპოზიციის უსუსური მტკიცებები, რომ ივანიშვილის ხელისუფლება განზრახ იკავებდა სხვადასხვა პოზიციას და დგამდა ნაბიჯებს და რომ სწორედ ამგვარი ქცევების გამო დასავლეთს სტატუსი არ უნდა მოეცა…
ივანიშვილი თან პირნათელი რჩება იმ ქვეყანაში არსებულ სერიოზულ ძალებთანაც, რუსეთს ვგულისხმობ, სადაც მას ბუნებრივია, აქვს დარჩენილ სერიოზული ვალდებულებები, რამეთუ ეს ის ქვეყანაა, სადაც მან თავისი დიდი ფული იშოვა, – თავგამოდებულად არ მიისწრაფვის დასავლეთისკენ, მაგრამ მიყვება ხალხის ნებას და მეტი რა ქნას?!.
ეს რთული და მრავალპლასტიანი თამაშია, რომლის წესებიც იმ „გავლენიან ცენტრებშიც“ კარგად იციან, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს.
რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენ უფრო მალეც გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული და სწორედ ამაზე მივანიშნებ, როცა ვსაუბრობ პარადიგმულ კრიზისზე და ამაზე ყველამ ერთად უფრო საგნობრივად და მიზანმიმართულად უნდა ვიფიქროთ.
– მიუხედავად იმისა, რომ 7 ოქტომბრიდან საკმაოდ დიდი დროა გასული, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას მაინცადამაინც არ ეტყობა, რომ სახელისუფლებო გუნდი და ასევე პროევროპული ოპოზიცია მზად არიან ადეკვატურად უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანას ახალ რეალობაში აქვს.
ოპოზიციის ნაწილი განაგრძობს მტკიცებას, რომ ქვეყანას პრორუსული ხელისუფლება მართავს. ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯებიც არ ტოვებს განცდას, რომ მმართველი ძალაც მზადაა ახალი რეალობის შესაბამისად იმოქმედოს.
მხედველობაში მაქვს ის, რომ სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს კანონში „დემონსტრაციების შესახებ“, რომელიც ეუთო-ოდერმა მწვავედ გააკრიტიკა, რამე შეცვალოს. ამის პარალელურად, საარჩევნო წელს „საზოგადოებრივ მაუწყებლის შესახებ კანონში“ დაგეგმილია ცვლილებების შეტანა, რომელიც საზ.მაუწყებელს, რეალურად სახელმწიფო ტელევიზიად აქცევს. ამის შესახებ, თავად საზ.მაუწყებლის ხელმძღვანელობა საუბრობს.
თუმცა, ამას წინათ, სახელისუფლებო გუნდიდან მოვისმინეთ განცხადებები, რომ ხელისუფლება აქტიურად ითანამშრომლებს ვენეციის კომისიასთან ს-ს დაკომპლექტების წესში კორექტივების შესატანად.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ახალ რეალობაში სახელისუფლებო გუნდს ჯერ არ აქვს განსაზღვრული თუ როგორ იმოქმედოს. იგივე ითქმის ოპოზიციაზე. ოპოზიციის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლებას კითხავს ასე დავსვამდი – თქვენ როგორ შეაფასებდით სახელისუფლებო გუნდის რეაგირებას ახალ რეალობაზე?
– სახელისუფლო გუნდი ახალ რეალობაზე ადეკვატურად რეაგირებს, პირდაპირ ვიტყვი. მას არც აქვს დიდი არჩევანი თუ რა ნაბიჯები გადადგას და როგორ მოიქცეს და რასაც ახერხებს, ჩვენი საზოგადოება, მისგან მეტს არ უნდა მოელოდეს.
მაგრამ, თქვენი კითხვიდან უფრო მნიშვნელოვანი ვგონებ ის არის, რომ ახალი რეალობის ათვლას თქვენ 7 ოქტომბრიდან იწყებთ. მე ვფიქრობ, იგი 2022 წლის 24 თებერვლიდან უნდა ავითვალოთ, როცა რუსეთი ში შეიჭრა და დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. ეს დღე და ეს ფაქტი გახლდათ ახალი მსოფლიო წესრიგის დასასრული.
ეს წესრიგი, უბრალო სიტყვათშეთანხმება როდია, – ის საბჭოთა კავშირის დაცემის შემდგომ პერიოდში ჩამოყალიბდა სერიოზული კატაკლიზმების თანხლებით და გულისხმობდა მსოფლიო პოლიტიკაში დასავლეთის და შეერთებული შტატების დომინირებას.
სახელისუფლო გუნდი ახალ რეალობაზე ადეკვატურად რეაგირებს, პირდაპირ ვიტყვი. მას არც აქვს დიდი არჩევანი თუ რა ნაბიჯები გადადგას და როგორ მოიქცეს და რასაც ახერხებს, ჩვენი საზოგადოება, მისგან მეტს არ უნდა მოელოდეს
უკრაინაში ომის დაწყებამ კი სათავე დაუდო სახიფათო და საშიში განუკითხაობის პერიოდს, როცა პოლიტიკური სუბიექტები, როგორც სახელმწიფოები, ისე გავლენიანი პერსონალიები, თავიანთი მიზნების მიღწევას რაიმე წესებისადმი ანგარიშის გაწევის გარეშე, ძირითადად, ძალის გამოყენებით და განუკითხაობის ვითარებაში იწყებენ.
რაც შეეხება „ვენეციის კომისიასთან“ თანამშრომლობას, ჩვენმა, საზოგადოების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერის არმქონე ოპოზიციამაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ სუბიექტებმაც ხელი უნდა აიღონ ამ ქვეყანაში ისეთი სიტუაციის შექმნის მცდელობებზე, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ქუჩის წამყვანი როლის პირობებში ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს. თავის მხრივ, ხელისუფლებამაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი მომენტი, ხელისუფლების გადაბარების, დადგება.
ახლა, ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს 2024 წელს არ მოხდება და ამ პერსპექტივას შეეგუონ, რადგან ვერ ვხედავ მოვლენათა ისეთი განვითარების პერსპექტივას, რომელიც მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებას გამოიწვევს.
2024-ში, ვისაც უნდა, გაუხარდეს, ვისაც უნდა, ეწყინოს – არჩევნებში ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებს. ყველა, მეტ-ნაკლებად გაყალბებულ-კორექტირებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვითაც და მიუხედავადაც, ასეთია რეალობა და პერსპექტივა.
ერთსაც გავუსვამდი ხაზს – დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მე არ მახსენდება, როდის არ იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ტელევიზია?!. ის ყოველთვის მმართველს და მმართველ პოლიტიკურ ძალას ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც.
დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მე არ მახსენდება, როდის არ იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ტელევიზია?!. ის ყოველთვის მმართველს და მმართველ პოლიტიკურ ძალას ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც
უფრო, რაღაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მაუწყებლის ნიშნები მას შევარდნაძის მმართველობისას ჰქონდა, თუმცა ძალიან ცოტა ფულის და ცუდი აპარატურის პირობებში.
დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, ბევრი პროექტია იქ, რომელიც კარგად იყურება და ისმინება. თუმცა, უმწვავეს თემებზე შეჯერებული პოზიციები და თვალსაზრისები იქ მაინც ნაკლებია.
რა თქმა უნდა, გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მეტის მოლოდინი. არსებული ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის პირობებში იგი გაცილებით უკეთესი უნდა იყოს.
– ცალკე საუბრის თემაა ბარიერის დაწევის საკითხი. ამაზე რეკომენდაციების პარტნიორებისგანაც ისმის, მაგრამ ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ არ დაუწევს საარჩევნო ბარიერს.
უცნაური ისაა, რომ ხელისუფლება ყველაზე მეტად რიტორიკის დონეზე მის მიერვე „რადიკალურ ოპოზიციად“ მონათლულ „ნაცმოძრაობას“ ებრძვის, მაგრამ, რეალურად, თუ ბარიერის დაწევა არ მოხდა, პარლამენტში დღეის მონაცემებით, მხოლოდ სწორედ „ნაცმოძრაობა“ შეიძლება მოხვდეს.
ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში გასაგებია, მაგრამ, გაუგებარია, რატომ სურს ხელისუფლებას პარლამენტში გარანტირებულად „ნაცმოძრაობის“ მოხვედრა. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ბარიერის დაწევა?
– ეს ხომ თავისთავად ცხადია, ეს ხომ „საოცნებო“ პარლამენტია – უმრავლესობა „ქართული ოცნება“ და ერთადერთი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“. აი იქ იქნება, თუ იქნება კატა-თაგვობანა და ტომისა და ჯერის საოცარი საპარლამენტო თავგადასავალი, ხოლო მთავარ ოპოზიციურ ძალად ნაციონალების დაფიქსირება, ბიძინას წაუგებელი თამაშის საშუალებას აძლევს.
„ნაცმოძრაობა“ ხომ დღემდე მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება. ს წინააღმდეგ კი ელექტორატის მინიმუმ 60%-იანი ნეგატივი არსებობს. და რამ უნდა შეცვალოს ასეთი სიტუაცია? -პოპულიზმს ყავლი გაუვიდა. ეს დაქუცმაცებულ პარტიები, აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ს, მცირერიცხოვანი დახურული პოლიტიკური კლუბებია მხოლოდ.
თუმცა, ივანიშვილის მიერ „შუის გაკრეფის“ აკვიატება შესაძლოა პრაგმატულია, გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოში, საბოლოო ჯამში, არ გაამართლებს და სერიოზულ პრობლემებად იქცევა ადრე თუ გვიან.
ივანიშვილის მიერ „შუის გაკრეფის“ აკვიატება შესაძლოა პრაგმატულია, გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოში, საბოლოო ჯამში, არ გაამართლებს და სერიოზულ პრობლემებად იქცევა ადრე თუ გვიან
უნდა გვახსოვდეს, რომ შუა – წონასწორობის ადგილია და ქართველს არც უკიდურესი მემარჯვენეობა მოსწონს და არც უკიდურესი მემარცხენეობა. გავიხსენოთ, ცარისტული რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე, უკიდურესად მემარცხენე ბოლშევიკებს მცირე მხარდაჭერა ჰქონდათ. შედარებით მოქნილ მენშევიკებს, კი გაცილებით მეტი და დამფუძნებელ კრებაშიც ტრიუმფით შევიდნენ… თან გაწონასწორებულ „შუა პოზიციას“ ქართული ეზოთერიკა „ოქროკვეთილებას“ უწოდებს.
აკაკიც გავიხსენოთ, – „შუა კაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა“… შუა კაცობა და ცენტრში დგომა „შუაშისტობას“ და უპრინციპობას კი არ ნიშნავს, არამედ სწორ და აწონილ-დაწონილ თვალსაზრისს.
შუა კაცობა და ცენტრში დგომა „შუაშისტობას“ და უპრინციპობას კი არ ნიშნავს, არამედ სწორ და აწონილ-დაწონილ თვალსაზრისს
– 7 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიიღო ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება უფრო აქტიური იქნებოდა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.
მართალია, გამოქვეყნებული სამი სოციოლოგიური კვლევა სხვადასხვა რამეს ამბობს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სახელისუფლებო გუნდს ოპოზიციასთან შედარებით ბევრი თვალსაზრისით აქვს უპირატესობა, თან აშკარა.
მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციასთან შედარებით უპირატესობის გამო ხელისუფლებას ახლა მართლაც აქვს საშუალება უფრო აქტიურად იმოქმედოს, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ.
და ეს მაშინ, როცა საქართველოს გარანტირებულად შეუძლია გაიაროს ევროპასთან ინტეგრაციის პერიოდი რუსეთიდან რაიმე მწვავე რეაქციის გარეშე. საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე რუსეთს რეალურად მწვავე რეაქცია არ ჰქონია და არც ექნება. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება ევროპული ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ნაკლებად აქტიურობს?
– მოდით, ასე შევხედოთ ამ საკითხს: ჯერ-ჯერობით, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მიზნის მისაღწევად, საკმარისია. ეს ყველაფერი, იმედია, 15 დეკემბერს დადასტურდება, რაც ცხადყოფს, რომ მისი ტაქტიკა ამართლებს.
ჩვენ ჯერ არ ვიცით რუსეთს ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ექნება თუ არა მწვავე რეაქცია.
რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე გამოძახილი საკმაოდ მკვახე და აგრესიული იყო უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით.
რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე გამოძახილი საკმაოდ მკვახე და აგრესიული იყო უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით
თუმცა, ცხადია, რუსეთი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხითაა დაკავებული – ეს უკრაინის ომია და ჩვენკენ ყურადღების მოსაპყრობად და მის შესანჯღრევად ეს ფაქტი არ იკმარებს.
აი, „მეორე ფრონტი“ კი სულ სხვა ფაქტორი იქნებოდა…
– გვერდს ვერ ავუვლით ახალ რეალობაში ოპოზიციაში არსებულ ვითარებას. ყველა კვლევებით კარგად ჩანს, რომ ოპოზიცია ფრაგმენტირებულია. თუმცა, იმავე კვლევებით, საპროტესტო ელექტორატის რაოდენობა საკმაოდ მაღალია.
დამკვირვებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ „თუ თებერვლის ბოლომდე ოპოზიცია იმ მდგომარეობაში დარჩა, როგორშიც ახლაა, 2024 წელს, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ისევ შეინარჩუნებს“.
ოპოზიციაში ყველა ჯგუფი კი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტია, მაგრამ, ჯერ არავის უთქვამს, რომ ისინი არიან ხელისუფლების ალტერნატივა. არადა, თუ რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფში ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხელისუფლების ალტერნატივა არ და ვერ დაინახა, 2024 წლის არჩევნებს ხელისუფლება გარანტირებულად მოიგებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, თან ახალ პოლიტიკურ რეალობაში ოპოზიციური პარტიების მზადყოფნას და საარჩევნო პერსპექტივებს?
– როგორც უკვე აღვნიშნე, 2024-ში ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს. თუმცა, აქვე კიდევ ერთ ასპექტზე გავამახვილებდი თქვენი მკითხველისთვის ყურადღებას. – პარადიგმული კრიზისი, რომელიც, ვფიქრობ რომ რეალურია და არცთუ სახარბიელო მოვლენაა ქვეყნის პერსპექტივისთვის, სწორედ რომ გულისხმობს 2028 -ში ხელისუფლების უეჭველ ცვლილებას.
ეს უნდა მოხდეს არა ფორმალურად, არამედ არსებითად და რეალურად. ამ თვალთახედვით, ქვეყნის წინაშე დგას რამდენიმე საარსებო მნიშვნელობის ამოცანა:
– 2028-ში „ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და სასურველი იქნება, მისი ერთ-ერთ წამყვან ოპოზიციურ ძალად დაფიქსირება;
– „ოცნება“ არ უნდა ჩაანაცვლოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუნდაც თავის სატელიტებთან ერთად. თუმცა, სასურველია, ამ პარტიის, როგორც რეფორმებზე და პროგრესზე ორიენტირებული ძალის დარჩენა პოლიტიკურ სპექტრში.
თუ ამას იმ „ცხრაწლიანი მმართველობის“ გულწრფელი და მკაფიო შეფასება დაერთვის, პერსონალიების შეფასებასთან ერთად, ეს პარტია დაშლისთვის და უპერსპექტივობისთვის არ იქნება განწირული
– ქართულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკურ არენაზე „აგრესიული ნაციონალიზმის“ და პოლიტიკური ექსტრემიზმის გაძლიერების დაუშვებლობა. ასეთი პერსპექტივა არსებობს და არ წაადგება ქვეყნის მომავალს. თუმცა, ასეთი ძალების რიგებში და მის მხარდამჭერებში უამრავი ნიჭიერი, გულწრფელი, ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ადამიანი მოიაზრება და მათი ადგილი უეჭველად უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში, აგრესიულობისა და ექსტრემიზმისგან გამიჯვნის შემდეგ;
– ყოველმხრივ უნდა შეეწყოთ ხელი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ახალ პოლიტიკურ ცენტრებს, სადაც არენა და სარბიელი უნდა გაეხსნათ, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდებს, ისე ძველ, გამოცდილ პოლიტიკურ მებრძოლებს. მე სამომავლოდ „ოცნების“ რეალურ ალტერნატივას მათ შორის მოვიაზრებ.
– შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ 2024 წლის ს პრობლემა კიდევ ის უნდა იყოს, რომ ოპოზიცია 2024 მთავარ მიზნად არა არჩევნების მოგებას, არამედ კოალიციური მთავრობის შექმნას ასახელებს.
ფაქტია, რომ არჩევნებისადმი ასეთი მიდგომის გამოცდილება ქართველ ამომრჩეველს არ აქვს, რის შედეგადაც ქვეყანას 30 წელია ხან ერთი, ხან მეორე უმრავლესობა მართავს. გასაგებია, რომ კოალიციური მთავრობები მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყნებშია, მაგრამ, კიდევ საკითხავია, ასეთი კულტურა ჩვენ საერთოდ გვაქვს თუ არა, რადგან, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მთელი ცხოვრება ერთი პარტიის მმართველობაში აქვს გატარებული.
კოალიციური მთავრობა კარგია, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად კოალიციური მთავრობის შექმნა არჩევნების შედეგი უნდა იყოს და არა არჩევნების მიზანი.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლება?
– არ გამოვრიცხავ კოალიციური მთავრობის მოსვლას 2024-შივე, მაგრამ ამ კოალიციის ნაწილი, თუ არსებითად არაფერი შეიცვალა, „ქართული ოცნება“ იქნება. დღევანდელი ელექტორალური განწყობიდან გამომდინარე, მას შესაძლოა, დასჭირდეს სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება.
დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე, ეს გახარიას პარტია შეიძლება იყოს. დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ ძალასაც, ოპოზიციასაც და პროპაგანდისტულ არხებსაც მთავარი იერიში სწორად მიაქვთ გახარიას პარტიაზე. მას მართლაც აქვს უფრო სწორად, ჰქონდა, ორივე მთავარი ფლანგის ალტერნატივად წარმოჩენის შესაძლებლობა. თუმცა, გახარიამ ეს რესურსი გაფლანგა.
არ გამოვრიცხავ კოალიციური მთავრობის მოსვლას 2024-შივე, მაგრამ ამ კოალიციის ნაწილი, თუ არსებითად არაფერი შეიცვალა, „ქართული ოცნება“ იქნება. დღევანდელი ელექტორალური განწყობიდან გამომდინარე, მას შესაძლოა, დასჭირდეს სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება
ჩანს, რომ მას სათანადო ფინანსური რესურსი ზურგს არ უმაგრებს, არც გუნდის რიგები გაზრდილა და არც მისი მომხრეების. ზოგჯერ ისეთ ნაბიჯებს დგამენ, თვითდაზიანების რეჟიმში გეგონება არიან თავისივე ნებით. თუმცა, ალტერნატივად დაფიქსირების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
ცალკე განსჯის თემაა „ლელო“. აქ, თითქოს, სათანადო ფინანსური რესურსიც არის, ინტელექტუალური რესურსიც, ც განათლებული და გამოცდილი პიროვნებაა, მაგრამ ბოლო 2 წელია ეს პარტია რასაც აკეთებს, იმას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.
– 7 ოქტომბრის შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ პოლიტიკურ რეალობაში გასული კვირა გამორჩეული აღმოჩნდა. ვგულისხმობ, ფრანგული „ლე მონდისათვის“ პრეზიდენტ ს ინტერვიუს.
ამ ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ივანიშვილი პირველად მოიხსენია „რუს ოლიგარქად“, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთს გულშემატკივრობს და „წინასწარ ცდილობს მოერგოს რუსეთის გამარჯვებას“.
მისივე თქმით„ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში – ჩემი იმპიჩმენტიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა“.
„ივანიშვილის გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ – ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა“ – აცხადებს ზურაბიშვილი, რომლის მტკიცებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მის მიმართ მუქარას გააგრძელებს, იგი „ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის ევროპაში მოგზაურობას გააგრძელებს“.
ფაქტია, რომ ასეთი რამ ზურაბიშვილს ივანიშვილზე მანამდე არასდროს უთქვამს. ზურაბიშვილის საპასუხოდ მმართველი გუნდის წევრები ჩვეულებისამებრ ბევრს ეცადნენ ზურაბიშვილი „ნაციონალებთან“ გაეიგივებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე მთლად ასე მარტივადაც არ უნდა იყოს.
თქვენ როგორ აღიქვით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ივანიშვილის კრიტიკა და მისი „რუს ოლიგარქად“ მოხსენიება, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა?
ცხადია, ზურაბიშვილმა მანამდეც იცოდა, რომ ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში იშოვა, მაგრამ, ამაზე მანამდე არ უსაუბრია. ახლა რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ზურაბიშვილის სამიზნე ივანიშვილი აღმოჩნდა?
– კეთილი შურით მშურს ს. როცა 5 ან 10 მილიარდი დოლარის განმკარგველი ხარ და პოლიტიკურ სპექტრსაც რეალურად აკონტროლებ, როცა „განტევების ვაცად“ მიშა სააკაშვილი ჰყავს გამწესებული, შეცდომების დაშვების ფუფუნებაც გაქვს…
პრეზიდენტი რეალური ძალაუფლების პატრონი არ არის, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მთავარ და გადამწყვეტ ფიგურად იქცეს. ამიტომ, როცა შენს მხარდაჭერაზეა ამა თუ იმ პიროვნების გაპრეზიდენტება დამოკიდებული, როგორ ვერ უნდა შეარჩიო შენს გარემოცვასა თუ თვალსაწიერში, ისეთი პიროვნება, რომელიც შემდგომში შენი მოწინააღმდეგე და შეიძლება ითქვას, დაუძინებელი მტერი არ გახდება?!..
ერთხელ შეგეშალა, მეორედ შეგეშალა… ოთხჯერ, ხუთჯერ, შვიდჯერ… და ცნობილი სერიალის შეძახილისა არ იყოს – რვაჯერ?!.
სალომე ზურაბიშვილის თაობაზე ყველაფერი გასაგებია. ქალბატონია. ემიგრანტების შთამომავალია. გარკვეული გამოცდილებაც აქვს. ვერაფერს გააფუჭებს, თუ ვერაფერს გააკეთებს. არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, რას იტყვის ივანიშვილზე, არც ივანიშვილისთვის და არც ქვეყნისთვის. თუ ივანიშვილის სტილში ვიტყვით, – „იყოი რა“…
რაც შეეხება ივანიშვილის ოლიგარქობას, მარტივი საკითხი არ არის. პოლიტიკის მეცნიერებაში ოლიგარქის მკაფიო, ცალსახა განმარტება არ არსებობს. არის უამრავი ფაქტორი, რომელზეც ხდება, სხვადასხვა შემთხვევაში, ხაზგასმა და აპელირება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბერძენი მოაზროვნეებიდან დაწყებული, ოლიგარქიაზე და ოლიგარქებზე მიმდინარეობს მსჯელობა და ზოგჯერ კამათიც.
ამდენად, ჩვენი დღევანდელი საუბრის ფარგლებში ვრცლად ნუ გავყვებით თვალსაზრისების შეჯერებას. ბოლო დროის პოლიტიკურ რეალიებს თუ გავიხსენებთ, სულ სხვა რამეზე კეთდება აქცენტი.
ბევრ რამეზე შეიძლება ვიდავოთ – ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია? – კი ბატონო, ქონება რუსეთში დააგროვა, მაგრამ როცა რუსეთში დასავლეთისთვის უფრო მისაღებ ელცინს და მის ხელისუფლებას საფრთხე დაემუქრა და კომუნისტების რევანში რეალური გახდა, კორჟაკოვის ინიციატივით მის დასახმარებლად შეკრებილ რუს, ეთნიკურად, ძირითადად ებრაელ, მილიარდერებს შორის, ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილი იყო.
მათ დიდი ფინანსური რესურსიც გაიღეს ელცინის გადასარჩენად და რუსეთში შტატების ელჩთან და ელცინის საარჩევნო კამპანიის მრჩევლებთანაც მჭიდროდ და ნაყოფიერად ითანამშრომლეს. მაშინ ბიძინა ივანიშვილს არც საქართველოში და არც დასავლეთში რუს ოლიგარქს არ ეძახდნენ…
ახლა, უკრაინაში მიღებულ და საქართველოში მომზადებულ კანონებსა და კანონპროექტებზეც ვთქვათ. – ქართული ოპოზიციის „ჩაწოდებით“ ელჩი დეგნანი და სხვები ისეთ ვარიანტს უჭერდნენ მხარს, სადაც ოლიგარქად მხოლოდ ივანიშვილი ცხადდებოდა.
უკრაინის პრაქტიკას თუ ჩავხედავთ, კანონი არის როგორც კანონი. ამ კანონს არაფერი შეუცვლია, თუმცა არსებობს. არ გაგვიგია ამ კანონით დაზარალებულიყო პოროშჩენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და „შოკოლადის მეფე“. კალამოისკი – ზელენსკის ადრინდელი მხარდამჭერი და დამფინანსებელი. კანონთან პრობლემები კი შეექმნა, მაგრამ არა ოლიგარქობის გამო.
იულია ტიმოშჩენკო – ყოფილი პრემიერი, მილიარდერი და „გაზის პრინცესა“. ხელშეუხებელია რენატ ახმეტოვი, თვალსაჩინო მილიარდერი და ოლიგარქი. გვახსოვს, აბრამოვიჩს, რუს ოლიგარქს და პუტინისგან ხელშეუხებელს, როგორ შუამდგომლობდა ზელენსკი ს მეშვეობით, რომ ამერიკელებს სანქციების ქვეშ არ მოექციათ.
რა გამოდის? – ვინც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს არ მოსწონთ, ის მიუღებელი და ოლიგარქია? და როდის? ჩვენ სხვანაირად ვიცნობთ და სხვას ვხედავთ ამერიკული და ევროპული დემოკრატიის სახით. ჩვენ გვსურს დასავლური დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ორმაგი სტანდარტები ქართველების მისამხრობად არ გამოდგება, მიუხედავად იმისა, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ.
ჩვენ გვსურს დასავლური დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ორმაგი სტანდარტები ქართველების მისამხრობად არ გამოდგება, მიუხედავად იმისა, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ
სხვათა შორის, არც ის იყო სახარბიელო, როცა ჩვენი ინტელექტუალები და პოლიტიკოსები აქტიურად ამხელდნენ დასავლურ რეალობას და საუბრობდნენ „რომის კლუბის“, „ცამეტთა კლუბის“, მასონების, ოთხი თუ ექვსი ოჯახის მიერ ამერიკის მართვის, „კარგი კლუბის“ და სხვა რამეების თაობაზე დასავლეთისადმი ქართული საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზნით.
არ არის მეთქი მარტივად განსახილველი საკითხი. თუმცა, არც იმაზე საუბარია ზედმეტი, რომ ოლიგარქობის კანდიდატი, საქართველოში, ბევრია. თუ ოლიგარქობის მნიშვნელოვან მახასიათებლად ხელისუფლებაზე გავლენის მეშვეობით დიდი მატერიალური და ფინანსური ქონების მოხვეჭა იგულისხმება, საქართველოში, დაახლოებით 10 ოლიგარქი მაინც მოიძებნება დიდი შრომისა და ძალისხმევის გარეშე.
თუ მე ვინმე მკითხავს, ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს და პოლიტიკის ანალიტიკოსს, ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, თუმცა ის არის „არაფორმალური მმართველი“, მშვიდობიანად სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დამამთავრებელი და საქართველოს ისტორიაში გამორჩეული მასშტაბის ქველმოქმედი.
შესაბამისად, მე ვისურვებდი, რომ ივანიშვილმა წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ვიდრე ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, ხელი აიღოს ქვეყნის არაფორმალურ მართვაზე და კიდევ ერთხელ დაბრუნდეს პოლიტიკაში, რათა თავის გუნდთან ერთად 2028-ში ქართველი ხალხის ნებით არჩეულ ხელისუფალს და პოლიტიკურ ძალას გადააბაროს ქვეყანა.
მე ვისურვებდი, რომ ივანიშვილმა წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ვიდრე ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, ხელი აიღოს ქვეყნის არაფორმალურ მართვაზე და კიდევ ერთხელ დაბრუნდეს პოლიტიკაში, რათა თავის გუნდთან ერთად 2028-ში ქართველი ხალხის ნებით არჩეულ ხელისუფალს და პოლიტიკურ ძალას გადააბაროს ქვეყანა
ამით, ჩვენც და ისიც, დღევანდელ დაპირისპირებაში მსოფლიო მასშტაბით – პოლიტიკურ ნეორეალიზმსა და ნეოლიბერალიზმს შორის, ნეორეალიზმს დავუჭერთ მხარს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი