ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, რუდ ვან ნისტელროიმ შესაძლოა, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარი “ჰამბურგი” ჩაიბაროს.
კლუბმა უკვე ყოფილი მენეჯერი შტეფენ ბაუმგარტი დაითხოვა და ნიდერლანდელიც მისი შეცვლის მთავარ კანდიდატ განიხილება.
აღსანიშნავია, რომ “ჰამბურგში” მისვლის შემთხვევაში, ეს ნისტელროისთვის პსვ-ისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგ ყოფილ კლუბში მუშაობის მესამე შემთხვევა იქნება.
აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელის სახელს ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ “ლესტერსაც” უკავშირებენ. ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, “მელიების” ხელმძღვანელობა სტივ კუპერის გაშვებას აპირებს, თუ შედეგებს ვერ გამოასწორებს და მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად სწორედ ნისტელროი და დევიდ მოიესი
ითვლებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში