ვან დეიკი შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდეს

Marca-ს ინფორმაციით, “ლივერპულის” მცველი ვირჯილ ვან დეიკი შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდეს.
ნიდერლანდელი უკანახაზელის სამსახურით კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრია” დაინტერესებული. ს კლუბის მიერ შეთავაზებული თანხა არ სახელდება, თუმცა იწერება, რომ დათანხმების შემთხვევაში, 32 წლის ფეხბურთელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უკანახაზელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ვან დეიკს “ლივერპულთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს.