TBR Football-ის ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ “ლივერპულის” 33 წლის მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეიცვალოს.
მოგეხსენებათ, გამოცდილ შუახაზელს 2025 წლის ივნისში “მერსისაიდელებთან” კონტრაქტი ეწურება, შრომითი ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაგრძელება და სავარაუდოდ, “ენფილდს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ნიდერლანდელის ხელში ჩასაგდებად კი რამდენიმე მსოფლიო გრანდი იბრძოლებს. მათ შორის, პრესაში მადრიდის “რეალის”, “ბაიერნის”, “ბარსელონასა” და პსჟ-ის სახელები ვრცელდება.
