ვანში პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ იძულების მუხლით დააკავეს

ვანში პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი იძულების მუხლით დააკავეს. კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ იძულებას ედავება.
“კურიერის” ინფორმაციით, მან 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა.
ამის შემდეგ, კობა ძაგნიძე 16 წლის გოგოს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. არასრულწლოვანმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც, კობა ძაგნიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
კობა ძაგნიძე “ევროპული საქართველოს” პარტიის ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის წარსულში ნასამართლევია. 2014 წელს ძაგნიძე ქრთამის აღების ფაქტზე იყო დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება