ვანში „კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას” ვანის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ კორუფცია ანადგურებს ვანს, ქვეყანაში ენთუზიაზმსა და მოტივაციას, ამ ყველაფრიდან გამოსავალი კი 26 ოქტომბერს არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობაა.
„ღარიბი ნაწილი მოსახლეობის კიდევ უფრო ღარიბდება მილიარდერი ადამიანის პირობებში. გაჭირვებულს უფრო უჭირს, ბიუჯეტი კი იზრდება, თუმცა შემოსავალი ეზრდება ელიტურ ოჯახებს და არა ვანელებს, ხონელებს და ქართველებს.
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ცვლის, მას უნდა ესმოდეს რომ ამის უფლებას არავინ მისცემს. კორუფცია ანადგურებს ვანს, ქვეყანაში ენთუზიაზმს, მოტივაციასა და აუბედურებს ოჯახებს.
ყველაზე ღარიბმა ადამიანმაც კი უნდა იცოდეს, როდესაც 26 ოქტომბერს ბიულეტენი ექნება ხელში, მას შეეძლება, დაამარცხოს ამ ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი ივანიშვილის სახით“, – განაცხადა მელიამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ დღეს საარჩევნო შტაბებს იმერეთში ხსნის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ