ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის – პატელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მხილებული პირებისთვის დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს ამზადებს:
“ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმაოდ დიდი სამოქმედო არეალი აქვს. ჩემი თვალსაზრისით, ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. საბოლოოდ, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ადრე განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს