ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ კომპანია Rooms Holding-ი დატოვეს

ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ კომპანია Rooms Holding-ი დატოვეს. აღნიშნული ინფორმაცია BMG-ის თავად ვალერი ჩეხერიამ დაუდასტურა.
Rooms Holding-ში ვალერი ჩეხერიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა, ლევან ბერულავა კი, კომპანიის მმართველი დირექტორი იყო.
ვალერი ჩეხერიას შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გუნდთან ერთად, Rooms Holding-ში არაერთი პროექტის განხორციელება შეძლო.
„2021 წელს „აჭარა ჯგუფიდან“ წასვლის შემდეგ, როცა 2023 წელს ისევ დავბრუნდით კომპანიაში და ძალიან ბევრი ახალი გეგმით Rooms Holding-ი ცალკე გამოეყო ჯგუფს, ბევრი საქმის გაკეთება მოვასწარით – გაიხსნა ROOMS Batumi, რომელიც Rooms-ის მეოთხე სასტუმროა; ბაკურიანში ROOMS-კოხტას re-opening-ი გაკეთდა, განვავითარეთ ROOMS Bakery-ს მიმართულება. ასევე, შარშან გამოჩნდა ბაზარზე ROOMS-ის კიდევ ერთი ახალი მიმართულება ROOMS Catering-ის ბრენდის სახით. Rooms Hotel-ის ბონდების გამოშვებაც იგეგმებოდა. ასევე, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და სტუმარს ვუმასპინძლეთ ამ პერიოდში. მოკლედ, მიუხედავად, არაერთი გამოწვევისა ტურიზმის სექტორში და ზოგადად, ქვეყანაში, ძალიან წარმატებული ერთი წელი გვქონდა“, – თქვა bm.ge-სთან ვალერი ჩეხერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ