ვალერი ჩეჩელაშვილი – შეიძლება მაკრონსა და ივანიშვილს შორის მეორე ზარი საერთოდაც არ შედგეს, რადგან არანაირი ნიშანწყალი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ რაღაც კონსენსუსზე არის წამსვლელი – თუ მეორე ზარი მაინც შედგა, იქნება გაცილებით ხისტი

შეიძლება მაკრონსა და ივანიშვილს შორის მეორე ზარი საერთოდაც არ შედგეს, იმიტომ, რომ პირველი ზარის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ხისტდება, არანაირი ნიშანწყალი არ არის იმისა, რომ რაღაც კონსენსუსზე არის წამსვლელი – თუ ეს ზარი მაინც შედგა, ვფიქრობ, საუბარი იქნება გაცილებით უფრო ხისტი და შეიძლება, რაღაც ულტიმატუმის სახეც კი მიიღოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეიძლება ჩათვალოს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან მეორე სატელეფონო ზარის განხორციელებას აზრი საერთოდ არ აქვს და ეს იქნება ძალიან ცუდი ნიშანი, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“.
„შეიძლება ეს მეორე ზარი საერთოდაც არ შედგეს, იმიტომ, რომ პირველი ზარის შემდეგ, არაფერი განხორციელდა იმაზე, რაზეც მაკრონმა და ივანიშვილმა მოილაპარაკეს. მოხდა პრეზიდენტის ე.წ. ს ჩატარება, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ხისტდება, არანაირი ნიშანწყალი არ არის იმისა, რომ „ქართლი ოცნება“ რაღაც კონსენსუსზე არის წამომსვლელი და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესზე დათანხმდა ან თანხმდება. ამიტომ, შეიძლება მაკრონმა ჩათვალოს, რომ მეორე საუბრის ჩატარების აზრი საერთოდ არ არის და ეს იქნება ძალიან ცუდი ნიშანი პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“. ხოლო თუ ეს ზარი მაინც შედგა, ვფიქრობ, საუბარი იქნება გაცილებით უფრო ხისტი და შეიძლება, რაღაც ულტიმატუმის სახეც კი მიიღოს,“ – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამისა, მან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ჰგონია, -ის არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციის შემდეგ, ანუ 20 იანვარს, საქართველოსთან მიმართებით რამე შეიცვალოს. მისი თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების და ტრამპის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ალბათ, პირველ ათეულში ან ოცეულში არ იმყოფება.
როგორც ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, ის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 20 იანვრიდან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ განცხადებებში ტონი შეარბილეს – კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას რეალობასთან უფრო მეტი შეხება აქვს და დროა, ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, საკუთარ ტაქტიკასაც გადახედონ.
ამასთან, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა, თებერვლის შუა რიცხვებამდე ამერიკამ „MEGOBARI აქტი“ მიიღოს, სადაც მისი თქმით, სანქციების მთელი პალიტრაა გაწერილი.
„მე ვფიქრობ, „ქართული ოცნება“, უბრალოდ, რეალობას უბრუნდება ანუ, ის იმედები, რასაც აჟღერებდნენ მანამდე, აბსოლუტურად არაფერზე არ იყო დაფუძნებული, იმიტომ, რომ ჩვენ თუ გავაანალიზებთ დინამიკაში წამყვანი რესპუბლიკური ფიგურების ტონალობას, ჩვენ ძალიან ადვილად დავინახავთ, რომ ამ გამოსვლების ტონალობა არის გაცილებით უფრო ხისტი, ვიდრე „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლების. ეს ყოველ ჯერზე დასტურდება და უფრო და უფრო იკრებს ძალას. მე ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაანალიზეს „ქართულ ოცნებაში“ და დაიწყეს ამ პოზიციის შერბილება. მე არ მგონია, რომ 20 იანვარს რამე შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია, რომ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ დედამიწის ზურგზე და ჩვენს გარეშე საკითხი ვერ გადაწყდება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების და ტრამპის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ალბათ, პირველ ათეულში ან ოცეულში საქართველო არ იმყოფება.
ვფიქრობ, შეიძლება თებერვლამდეც, ან უკიდურეს შემთხვევაში, თებერვლის შუა რიცხვებამდე „მეგობარი აქტი“ მიღებული იქნება და იქ არის გაწერილი სანქციების მთელი პალიტრა და ამ სანქციების გამოყენების მეთოდოლოგია, რომელიც აუცილებლად იქნება ამოქმედებული. ამიტომ ის, რომ [ტონი] შეარბილეს კარგია, ეს ნიშნავს, რომ რეალობასთან უფრო მეტი შეხება აქვს „ქართულ ოცნებას“ და დროა, ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, საკუთარ ტაქტიკასაც გადახედონ,“ – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
მან გადაცემაში ასევე, ჰელსინკის კომისიაზე ისაუბრა. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, სრულებითაც არაა გასაკვირი, რომ რუსეთმა ჰელსინკის კომისია “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება იგივე მოხდეს თბილისში, ჩეჩელაშვილი პასუხობს, რომ იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყოველ ჯერზე თავისი განცხადებებით „ფსკერს ხვრეტენ“, კარგად ხვდებიან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთი უკიდურესი დაპირისპირება მეტისმეტი იქნება.
„ჰელსინკის კომისიის ფოკუსი არის ადამიანის უფლებებზე გამახვილებული. შესაბამისად, ჰელსინკის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ძალიან უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით, ბოლო 1-2 თვის განმავლობაში. ამიტომაც არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები უკვე სრულფასოვანი სანქციების რეჟიმის ქვეშ მოექცნენ, რაც არის არა მხოლოდ გადაადგილება, არამედ საფინანსო და ეკონომიკური სანქციები. ზუსტად ამ მიზეზით, სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ ს დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება აქვს ჰელსინკის კომისიის მიმართ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ – ყოველ ჯერზე გვაკვირვებენ ხოლმე, გგონია, რომ ფსკერზე დავეცით უკვე, მაგრამ, ყოველი შემდგომი განცხადებით იმ ფსკერსაც ხვრეტენ, ამიტომ არაფერი არ უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ მე ვფიქრობ, „ქართლ ოცნებაშიც“ კარგად ხვდებიან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთი უკიდურესი დაპირისპირება მეტისმეტი იქნება. ეს კუნთების თამაში, როგორც ახლა ეჩვენებათ მათ, რომ „ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს სიძლიერეს, ჩვენ არავინ არ გვჭირდება“, ძალიან სუსტი პოზიციაა, ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ეს ხიფათს უქმნის, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და საქართველოს ეკონომიკურ სტაბილობას,“ – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.