ვალერი ჩეჩელაშვილი – რატომ არ არის დღეს ანწუხელიძე სახლში, ამ კითხვის გაგრძელება შეიძლება ასე დაისვას – რატომ არ არის გინტური სახლში? რატომ არ არის ოთხოზორია სახლში? რატომ არ არის ტატუნაშვილი სახლში?

რატომ არ არის დღეს ანწუხელიძე სახლში, ამ კითხვის გაგრძელება შეიძლება ასე დაისვას – რატომ არ არის გინტური სახლში? რატომ არ არის ოთხოზორია სახლში? რატომ არ არის ტატუნაშვილი სახლში? ჩვენი გმირი – გიორგი ანწუხელიძე სახლში იმიტომ არ არის, რომ ის ჩვენი ჩრდილოელი მეგობრის აგრესიას დაუპირისპირდა, რაც ძალიან კარგად დაადასტურა წულუკიანმა თავისი წინა გამოსვლებით [პარლამენტში],- ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, ს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, გიორგი ანწუხელიძე „ძალიან მტკივნეული თემაა და არის რაღაც სიწმინდეები, რაზეც შეხება არ შეიძლება“.
„როცა ვსვამთ კითხვას – რატომ, უნდა გავაანალიზოთ, ვის აღიზიანებს და ვის მოსწონს კომისიის შედეგები და შეფასებები. ვხედავთ, რომ ამ კომისიის განხილვები ძალიან ახალისებს სეპარატისტებს ცხინვალში, სოხუმში და ამ განვითარებას ძალიან დადებითად უყურებს ს ფედერაციის ხელმძღვანელობა. მას ეს არაერთხელ გამოუხატავს. ის მიდგომები, რომლებიც დღეს ჩვენ გვესმის, ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც წულუკიანი ადრე საუბრობდა და რა არგუმენტებიც მოჰყავდა მას პარლამენტში. ანწუხელიძე – ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. ვფიქრობ, რომ თეა წულუკიანმა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გული ძალიან ატკინა. იმიტომ, რომ არის რაღაც სიწმინდეები, ეს ყველას გვაქვს, რაზეც შეხება არ შეიძლება. რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში დღეს, ამ კითხვის გაგრძელება შეიძლება ასე დაისვას – რატომ არ არის გინტური სახლში? რატომ არ არის ოთხოზორია სახლში? რატომ არ არის ტატუნაშვილი სახლში? ჩვენი გმირი – გიორგი ანწუხელიძე სახლში იმიტომ არ არის, რომ ის ჩვენი ჩრდილოელი მეგობრის აგრესიას დაუპირისპირდა, რაც ძალიან კარგად დაადასტურა წულუკიანმა თავისი წინა გამოსვლებით [პარლამენტში]. ის გმირულად დაიღუპა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
როგორც ჩეჩელაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, მსგავსი კომისია არსებობდა ადრეც და მას „ცუდ პრეცედენტად“ მიაჩნია, რომ მისი არსებობა შეიძლება „დაუსრულებელ პროცესში გადავიდეს“.
„მსგავსი კომისია უკვე არსებობდა საქართველოს პარლამენტში და მას ხელმძღვანელობდა პაატა დავითაია, რომელმაც ფუნდამენტურად შეისწავლა ყველა ის საკითხი, რომელიც ომთან იყო დაკავშირებული და შესაბამისი დასკვნები დადო. ეს თავისთავად ძალიან ცუდ პრეცედენტად მიმაჩნია, როდესაც ერთი და იმავე საგანზე სხვადასხვა პარლამენტი იმავე კომისიას ქმნის. ეს შეიძლება დაუსრულებელ პროცესში გადავიდეს. შემდეგმა პარლამენტმა შეიძლება, იგივე კომისია ჩამოაყალიბოს, ეს ხალხი ისევ გამოიძახოს და ეს იყოს უწყვეტი პროცესი. იმ საკითხებზე, თუ ვინ დაიწყო ომი, რა მოხდა მაშინ, არსებობს წულუკიანის გამოსვლები პარლამენტში, ვფიქრობ, ეს 2016-17 წლით არის დათარიღებული, სადაც ძალიან მწყობრად, კარგი, სისტემური არგუმენტებით, კომპეტენტურად ამტკიცებს იმას, რომ რუსეთმა დაიწყო ეს ომი. პარლამენტის წევრებს იმ არგუმენტებს უზიარებს, რა არგუმენტებითაც საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის ფედერაციებს დავები უნდა მოვუგოთ. მათ შორის იმასაც ამბობს, რომ რეალურად, რუსეთის ფედერაციის საჯარისო ფორმირებები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე არა 8 აგვისტოს, არამედ 2008 წლის 7აგვისტოს. შესაბამისად, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა, იყო რეაქცია საქართველოში ამ ჯარების შემოჭრაზე“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
გარდა ზემოაღნიშნული თემებისა, ჩეჩელაშვილმა ისაუბრა სოფელ ჩორჩანაში გახსნილ საგუშაგოზეც. მისი თქმით, დღეს კონტროლირებად ტერიტორიებზე „ეფექტური კონტროლის“ არ განხორციელებით, „მცოცავი ოკუპაციის საშუალებით, რუსეთსა და სეპარატისტებს ტერიტორიები თანდათან მიაქვთ“.
„ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ კონტროლი შეინარჩუნოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს აკონტროლებს. ამ ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნება იმის გარეშე, რომ იქ განალაგო შესაბამისი ქვედანაყოფები და რაღაც საგუშაგოები, ის რომ ეს შენს თავზე აიღო, ამას თუ არ აკეთებ, მაშინ ჩვენ გვაქვს მცოცავი ოკუპაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც დღეს შენ დგახარ, იქ თუ ეფექტურ კონტროლს არ ახორციელებ, მცოცავი ოკუპაციის მეშვეობით, რუსეთს და სეპარატისტებს თანდათან მიაქვთ ტერიტორიები. ამას თვალყურს ვადევნებთ 2008 წლის და განსაკუთრებით, 2012 წლის შემდგომ. ჩემთვის ეს საკითხი ჰაერიდან [მოტანილია]. ახლა, დაახლოებით 500 მეტრია ჩვენს მთავარ მაგისტრალამდე. დღევანდელი მთავრობის ადგილას, პირველ რიგში, გავამაგრებდი აი ამ მონაკვეთს იმიტომ, რომ ეს სერიოზულ ხიფათებს აგვაცილებს. დღეს ცხინვალში რომ გადაწყვიტონ, რომ უნდა დაეპატრონონ ჩვენს მთავარ მაგისტრალს, მერე ჩვენ რას ვაკეთებთ? ამაზე პასუხი არის მხოლოდ ეფექტური კონტროლის განხორციელება იქ, სადაც ეს კონტროლი ეჭვს არ უნდა იწვევდეს და ჩორჩანა ამის მაგალითი იყო“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამისა, ჩეჩელაშვილმა ისაუბრა ბოლო დროს, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის განცხადებებზე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთის საგარეო გეოპოლიტიკური სტრატეგიაა, რომ საქართველომ რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობები აღიაროს.
„გალუზინის საქართველოსთან დაკავშირებული პოზიცია რუსეთის ფედერაციის კარგად ცნობილი პოზიციაა, რომელიც ჩამოყალიბებულია მის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაში. ამაში გულისხმობს, რომ ჩვენთან ყველაფერი ნორმალურად მას შემდეგ იქნება, რაც ვაღიარებთ რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებს. ანუ, უნდა ვცნოთ სა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა და მერე აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. არაფერი არ იქნება კარგად, ვიდრე რუსეთი არ გაიწვევს მის გადაწყვეტილებებს. მე იშვიათად ვეთანხმები ხოლმე შალვა პაპუაშვილს, მაგრამ მისი პასუხი ამ განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან მომეწონა. პირდაპირ თქვა, რომ მთავარი დაბრკოლება ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე ისაა, რომ რუსეთმა უნდა გაიწვიოს ის. მთავარია, ეს პოზიცია თანმიმდევრული და პრინციპული იყოს. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“,- აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ბოლოს, ჩეჩელაშვილმა ისაუბრა რუსეთ-აფხაზეთს შორის ფრენებზეც და აღნიშნა, რომ ეს არის საკითხი, სადაც საქართველოს „რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი აქვს“.
„ეს არის დაუშვებელი. ეს ჩვენ არანაირად არ უნდა დავუშვათ იმიტომ, რომ ეს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხს ზრდის. ეს არის საკითხი, სადაც საქართველოს რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი აქვს. ამისთანა ბერკეტი ჩვენ ბევრი არ გვაქვს. მე არ ვგულისხმობ საერთაშორისო ორგანიზაციებში – „იკაოში“ და „იატაში“ მუშაობას. ეს თავისდათავად გასაკეთებელია. იმიტომ, რომ ჩვენ გარეშე სოხუმის აეროპორტი ვერ ამოქმედდება. იმიტომ, რომ ყველა ცნობს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ვენესუელის, ნიკარაგუასა და ვიღაცის გარდა. ამ შემთხვევაში, არის კონკრეტული კომერციული ინტერესი, რომელიც რუსეთის კომპანიებს აქვთ. ისინი ათეულობით რეისებს ახორციელებენ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამიტომ, ჩვენმა შესაბამისმა ადმინისტრაციამ, ძალიან მკაფიოდ უნდა თქვან – ბატონებო, თქვენ გაქვთ არჩევანი: ან იფრენთ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და არ იფრენთ სოხუმში, ან თუ დაიწყებთ სოხუმში ფრენას, თქვენი კომპანიები [აქ ვერ იფრენენ]. მე ვალდებული ვარ, ეს შევახსენო ხელისუფლებას. ამ მკაფიო პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, თვითონ რუსული კომერციული კომპანიები ისეთ წნეხს მოახდენენ ადმინისტრაციაზე, რომ სოხუმში რეისები ნამდვილად, არ შესრულდება“,- აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.