ვალერი ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის 9 მაისის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვალერი ფედოროვიჩ ზალუჟნი დაინიშნოს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან 8 თებერვალს გაათავისუფლა და გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ზაფხულის კონტრშეტევის წარუმატებლობა დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს