ვაკო ყაზაიშვილი სეზონის ბოლოს “ულსან ჰიუნდაის” დატოვებს

სეზონის დასრულების შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი “ულსან ჰიუნდაის” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფეხბურთელი ადასტურებს.
“დიდი მადლობა “ულსან ჰიუნდაის”, მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერის, რომელსაც თქვენგან მთელი ამ დროის განმავლობაში ვიღებდი”, – განაცხადა ყაზაიშვილმა.
შეგახსენებთ, ვაკო “ულსანის” ღირსებას 2021 წლიდან იცავს, ამ პერიოდის განმავლობაში ყაზაიშვილმა კორეული გუნდის მაისურით 41 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში