ჩინეთის სუპერლიგის ბოლო ტურში “შანდუნმა” “მეიჟუ” 2:1 დაამარცხა, აღნიშნულ მატჩში მასპინძელთა რიგებში ვაკო ყაზაიშვილმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
31 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში “შანდუნის” მაისურით გამართულ 28 მატჩში 7 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
“შანდუნმა” ჩინეთის სუპერლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა.