ვაკის ნაწილს ხვალიდან წყალმომარაგება შეეზღუდება – მისამართები

4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე და 14:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ასახელებს:
“აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში – წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, დანელიას, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, მ.დოლიძის, საკანდელიძის, გ.წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩის N21,23,25,27,32,34,36,38,40,42, ნუცუბიძის ქუჩის N51,53,91,95, N131-179, N80-86, ვაჟა-ფშაველას გამზირის N72,74,75,76,77,78,79,80, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N8ა-21, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის N25, ჭავჭავაძის გამზირის N39,41,43,45,47,49,51,53,55,73,74,75,76,78,80,82,84, თამარაშვილის ქუჩის N 1,2ა,3,4,9, ჟღენტის ქუჩის N2. 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.” აცხადებს კომპანია.