ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე

ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე
ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ახლა არის განსხვავებული მიდგომები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, თუმცა ევროკავშირი არ ცვლის საკუთარ მიდგომებს, მათ შორის, ომთან მიმართებით.
„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, მთავარია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო