ვაკესა და საბურთალოზე გაზი შეწყდა, კომპანია “მესამე პირს” ადანაშაულებს

ვაკეში და საბურთალოზე გაზსადენის დაზიანების გამო აბონენტებს გაზი არ მიეწოდებათ. „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.
“დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური დე 500 მილიმეტრიანი გაზსადენი რომელიც ამარაგებს ვაკე -საბურთალოს.
გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ”, – განაცხადა “თბილისი ენერჯიმ” და მოგვიანებით მეორე განცხადებაც გაავრცელა.
“დამატებითი დეტალები ავარიის შესახებ: თბილისი ენერჯი გაცნობებთ, რომ ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”, – აცხადებენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა