ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს – “სლოვანს” 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „კაირატმა“ საკუთარ მოედანზე „სლოვანს“ 1:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდში ლუკა გადრანი მწვრთნელმა რაფაელ ურაზბახტინმა სათადარიგოთა შორის დატოვა, გიორგი ზარია კი განაცხადში არ იყო. სტუმართა რიგებში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
65-ე წუთზე ნახევარმცველ რაჰიმ იბრაჰიმის გაძევების გამო, „სლოვანი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ყაზახურმა გუნდმა შეტევები გააძლიერა და გამარჯვების გოლიც გაიტანა – მას შემდეგ, რაც დანილ იგნატენკომ საჯარიმოში ვალერი გრომიკო წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც 16 წლის თავდამსხმელმა დასტან საპტაევმა ზუსტად შესრულა.
კომპენსირებულ დროში არბიტრმა წითელი ბარათი სლოვაკური გუნდის მწვრთნელს ვლადიმერ ვაისს უჩვენა. sportnet-ი და hetrik-ი იტყობინებიან, რომ ვაისი ნიდერლანდელ არბიტრს სერდარ გეზიუბიუკს შეუვარდა, ისე ხმამაღლა შეაგინა, სლოვაკეთშიც კი გაიგეს და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს. სხვათა შორის, ვაისი ვიდრე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებდა, 2013-2015 წლებში „კაირატის“ თავკაცი იყო.
საპასუხო შეხვედრა 12 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება.
ამ გუნდებს შორის გამარჯვებული პლეი-ოფში „სელტიკს“ დაუპირისპირდება, დამარცხებული კი ევროპა ლიგაზე გადაერთვება და „იანგ ბოიზს“ შეხვდება.
კაირატი – სლოვანი 1:0
გოლი: სატპაევი (90, პენ)
გაძევება: იბრაჰიმი (65, სლოვანი)
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების “აჩქარებას” – ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს…
ხვიჩას პსჟ VS “სიტი” – L’EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: “ბარსელონას” ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში – “ლივერპულმა” ისევ მოიგო [VIDEO]
სტრელეცის ზუსტი გასროლები – კაშიას “სლოვანი” ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაშიას “სლოვანმა” “ზრინსკის” დამაჯერებლად სძლია
“ქართველებით კიდევ ერთხელ მოვიხიბლე!” – კაშიასა და კანკავას წინაშე ქედს იხრიან…
2023 წლის შემდეგ პირველად – სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა ოპერაცია გაიკეთა
ზარია ს “დინამოდან” “ქაირათში” გადავიდა
“სლოვანის” გულშემატკივრებს უნდათ, გუნდი ვლადიმირ ვაისმა ჩაიბაროს
თბილისის “დინამო” 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
ერთ მეტოქეს ზიდანივით თავური უთავაზა, მეორეს ცხვირი გაუტეხა – გადრანი ლატვიაში გააძევეს
ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა – ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს
ზარია ნეიმარის სტილში – ქართველის ეს ულამაზესი ფინტი უნდა ნახოთ, მაგრამ ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა… [VIDEO]
არჩილ ბერიძემ მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა… [VIDEO]
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს – დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
“როგორც კატა ტომარაში, ისეთი სიტუაციაა” – ავერჩენკო ზარიასა და ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზე ყაზახეთში
“რუსთავმა” რუსი ლეგიონერი დაიმატა