ვაისი თბილისური მატჩის სკანდალურ ფეხბურთელს ეძებს

ალბათ, კარგად გახსოვთ, ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელი ჟერსონ როდრიგესი, რომელიც თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებულ ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თანაკლუბელ ჯაბა კანკავას ეჩხუბა. მან ისევ უდისციპლინობით გამოიჩინა თავი.
სლოვაკური Hetrik-ის ცნობით, როდრიგესი “სლოვანში” არ გამოცხადდა და გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ძალიან გააბრაზა. “როდრიგესი ნაკრებიდან არ დაბრუნდა. ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ – მეც და კლუბმაც. ეს დისციპლინის საკითხია. ჩემთვის გუნდი უპირველესია”, – განაცხადა ვაისმა.
ს “დინამოდან” იჯარით გაშვებულმა როდრიგესმა “სლოვანში” 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

“პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები” – ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა