ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული სახის ავტომობილებისთვის შეზღუდვები მოქმედებს

თოვისა და ლიპყინულის გამო გზებზე ტრანსპორტისთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მეორე დღეა, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული სახის ავტომობილებისთვის შეზღუდვები დაწესდა.
ამ დროისთვის თოვა შეწყდა, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვები ძალაში იქამდე დარჩება, ვიდრე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შედარებით უსაფრთხო არ გახდება.
თელავი-ვაზიანი-გომბორის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ ზამთრის საბურავიანი და მაღალი განმავლობის მქონე ავტომობილისთვისაა დასაშვები. შუამთის მონასტრის ტერიტორიიდან დანარჩენი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აკრძალულია. თბილისის მიმართულებით გადაადგილება ალტერნატიული გზით, გურჯაანი-ბაკურციხე-საგარეჯოს ცენტრალური მაგისტრალით არის შესაძლებელი.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, პლატონ კალმახელიძის თქმით, რეგიონი უხვ ნალექს მომზადებული შეხვდა.
“კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოვიდა თოვლი ნალექის სახით, შესაბამისად მუნიციპალიტეტები და სამსახურები აღნიშნულს მომზადებულები შეხვდნენ. საჭიროების შემთხვევაში იწმინდებოდა გზები, იშლებოდა ტექნიკური მარილი. რაც შეეხება გზებს, რაიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა არ არის. შეზღუდვა ძირითადად, მხოლოდ, თელავი, ვაზიანი, გომბორის მონაკვეთზეა”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად