ვაზიანის სამხედრო ბაზასთან კობახიძემ ახალი სტადიონის აშენება დააანონსა

პრემიერ-მინისტრმა მ დღეს, 22 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზასთან, სადაც თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობაა დაგეგმილი, ახალი საფეხბურთო/სარაგბო სტადიონი აშენდება.
კობახიძის თქმით, ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და ის იქნება ე.წ. ბრიტანული სტილის სტილის — გარშემო არ ექნება სარბენი ბილიკები.
ირაკლი მ აღნიშნა, რომ ახალ სტადიონს ექნება შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო მასშტაბის მატჩებს. მისივე თქმით, საქართველო გააკეთებს განაცხადს, რათა 2028 წელს ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს.
როდესაც ცნობილი გახდა ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახალი ახალი აეროპორტის მშენებლობის განზრახვის შესახებ, იდეა გააკრიტიკა პროფესიონალთა ნაწილმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ თქვა, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება ს პრეზიდენტ სთვის საჩუქარი იქნება. მისი შეფასებით, სამხედრო ბაზასთან მსგავსი სახის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შექმნა მნიშვნელოვნად შეასუსტებს სამხედრო ბაზის პოტენციალს და მას მთავარ ფუნქციას დაუკარგავს.
· „ძალიან დიდი საჩუქარია პუტინისთვის“ — გიორგი თავდგირიძე ვაზიანში აეროპორტის აშენებაზე
· თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება — კობახიძე

ასევე დაგაინტერესებთ