ვადასტურებ, რომ “ლელო” თანამშრომლობს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და მაღალრეპუტაციულ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის ერთ-ერთი მაღალი დონის სპეციალისტი ჯერემი როზნერია – ირაკლი კუპრაძე

ვინ ცდილობდა საქართველოს წარმატების გადაფარვას – “ლელოში” ადასტურებენ, რომ ჯერემი როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, როზნერი ერთ-ერთი მრჩეველია, რომელიც “ლელოს” რიგ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს და მის კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
“ვადასტურებ იმას, რომ “ლელო” თანამშრომლობს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და მაღალრეპუტაციულ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიასთან. ამ კომპანიის ერთ-ერთი მაღალი დონის სპეციალისტი არის ჯერემი როზნერი. ის არის ერთ-ერთი კონსულტანტი, რომელიც შესაბამის რჩევებს გვაძლევს რიგ პოლიტიკურ საკითხებში. ეს კომუნიკაცია, საჭიროების მიხედვით, არის მუდმივი”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ლობისტმა ჯერემი როზნერმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს დაავალა, მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ თითქოს სკანდალური ინფორმაციით. ამის შესახებ სტატიას kvira.ge აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი, ჯერემი როზნერი, რომელთანაც დაახლოებით 2 კვირაა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები კონტაქტზე არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი