ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის სასახლეში ვიყავით, თუმცა ვის და რა საკითხთან დაკავშირებით შევხვდით, ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ – ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ. “კურიერთან” საუბარში ისინი არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, ისაუბრეს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან გრიგორიადისის შეწყალების საკითხზე.
როგორც გრიგორიდისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ აღნიშნა, შეწყალებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა.
“ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის სასახლეში ვიყავით, თუმცა ვის და რა საკითხთან დაკავშირებით შევხვდით, ამ თემაზე კომენტარს ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე არც გამამტყუნებელი და არც გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა. შესაბამისად, შეწყალებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, როგორც დაცვის მხარე, ისე თვითონ მჯავრდებული აუცილებლად მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც მისი პირდაპირი უფლებაა”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილისგან მოულოდნელი არაფერია. ოპოზიციის ნაწილი კი პრეზიდენტს გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
საქმეზე დარჩენილია მხოლოდ დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა, რის შემდეგაც, მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. საუბარია შვიდი რვა მარტის აქციების დროს ეგრეთწოდებული “მოლოტოვის კოქტეილის” სროლაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში