“ვადაგასული არავინ მინდა, არც მიშა და არც გრიშა…”- ქართლოს ნატროშვილი

რას ფიქ­რობს ქარ­თლო­სი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე, რა აბ­რა­ზებს და რა მო­ლო­დი­ნი აქვს 2025 წელს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ კურ­სზე, ამ კი­თხვებ­ზე გულ­წრფე­ლად ამბები.ჯი- თან საუბრობს.

– მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, თით­ქმის არც ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი მი­ტინ­გი, 28 ნო­ემ­ბრამ­დეც, არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია… 2014 წლის 15 ნო­ემ­ბერს რუს­თა­ველ­ზე იყო აქ­ცია – “არა ოკუ­პა­ცი­ას!“ ამ დღე­ებ­ში ვფიქ­რობ­დი, 10 წლის მერე კი­დევ იგი­ვე გვი­წევს, გა­იღ­ვი­ძა სა­ქარ­თვე­ლომ. მა­ხა­რებს, როცა აქ­ცი­ა­ზე არც ერთი პარ­ტია არ არის მთა­ვა­რი, მე იქ გაღ­ვი­ძე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ვხე­დავ და ვგრძნობ. ყვე­ლა­ფე­რი კი იქი­დან მო­დის, როცა და­ირ­ღვა პრინ­ცი­პი – წა­ა­გე – წადი, მო­ი­გე – მოდი… ვინც ამ პრინ­ციპს არ იცავს, უკვე სა­ში­შია. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ეს მიშა იქ­ნე­ბა, გრი­შა, პეტ­რე თუ პავ­ლე…

რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, ვი­ტყვი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია… თით­ქოს ვი­ღაც მოგ­ვე­პა­რა, ჯი­ბე­ში ხელი ჩაგ­ვი­ყო და რა­ღაც ამოგ­ვა­ცა­ლა, ან მა­ქა­ნა დი­ლით გა­ძარ­ცუ­ლი დაგ­ხვდა და ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დით. ჰოდა, ასეა – აქ­ცი­ა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი დგას. გულს მი­ხა­რებს, რომ ბევრ ახალ, ჯან­საღ ადა­მი­ანს ვხე­დავ. ჰა­ერ­ში გაბ­რა­ზე­ბის სუნი ტრი­ა­ლებს. ახლა რო­გორც მი­შამ, მისი ხმით უნდა გი­პა­სუ­ხოთ – “2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი რომ ვნა­ხე, 5 წუთ­ში მო­ვი­თხო­ვე პირ­და­პი­რი ეთე­რი, მე წა­ვე­დი”… 2012 წელს, შორს რომ არ წა­ვი­დე, სა­კუ­თარ­მა ორმა ბე­ბი­ამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აირ­ჩია…

მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, მაგ­რამ გულ­ში იმა­საც ვფიქ­რობ­დი, რომ ეს კაცი ლე­გი­ტი­მუ­რად მო­ვი­და, ხალ­ხმა აირ­ჩია-მეთ­ქი… გა­ვი­და 13 წელი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ეუბ­ნე­ბა, წადი – გრი­შას ავირ­ჩევ, პეტ­რეს, თუ პავ­ლეს, ჩემი საქ­მეა… ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ ცი­ვი­ლუ­რად გაგ­ვეშ­ვა, 26 ოქ­ტომ­ბერს და­ვე­ლო­დეთ, ამ დღის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვი­რაზ­მეთ. ვი­ღა­ცამ 41 შე­მო­ხა­ზა, ვი­ღა­ცამ 5, 7, 14, მაგ­რამ რო­დე­საც ყუთ­ში არა­ნორ­მა­ლუ­რად “იყრი“ და ეს გაგ­დის, ხახ­ლის ასე­თი გაბ­რა­ზე­ბა აღარ უნდა გა­გიკ­ვირ­დეს…

კი, 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბა მოხ­და…

– 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში 26 წლის ვი­ყა­ვი. გული სი­ა­მა­ყით მევ­სე­ბო­და, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა გრუ­ხუ­ნის და ტან­კე­ბის გა­რე­შე მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ბარ­გდა. რო­დე­საც ასე­თი რამ ხდე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლას უნდა შენ­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა. 2012 წლის 8 ოქ­ტომ­ბე­რი იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ ის ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა… მი­შამ რე­ზი­დენ­ცი­ის წინ ხა­ლი­ჩა გა­უ­ფი­ნა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბი­ძი­ნას პი­როვ­ნუ­ლად ვერ იტანს, მაგ­რამ მის­თვის იმ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით და­მარ­წმუ­ნა, რომ ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სია… დღეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ეს კად­რი კარ­გად უნდა შე­ა­ფა­სოს… ჩემი აზ­რით, დღე­ვან­დე­ლი სიბ­რა­ზე, რაც ქარ­თველ ხალ­ხს აქვს, 2013 წელს უნდა გა­მოგ­ვე­ხა­ტა.

– რა­ტომ?

– პი­როვ­ნუ­ლად შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ გი­ორ­გი კვირ­კაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე და გი­ორ­გი გა­ხა­რია არა­ვის აურ­ჩე­ვია. ეს კაცი ავირ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც მერე დაგ­ვე­მა­ლა – ფარ­დის უკან გა­ვი­და. ფარ­დის უკან გა­სუ­ლი როცა ამ პერ­სო­ნებს გვა­ჩე­ჩებ­და, ეს თა­ვი­დან­ვე სა­ში­შად მე­ნიშ­ნა. უნდა გვეთ­ქვა – სად წახ­ვე­დი, ხალ­ხმა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მიშა გა­და­ირ­ჩია, შენ აგირ­ჩია… ბი­ძი­ნას­თვის და­მალ­ვა არ უნდა გვე­პა­ტი­ე­ბი­ნა. პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სუ­ხი უნდა მოგ­ვე­თხო­ვა, შეგ­ვე­ტია… მჯე­რა, აქამ­დე არ მო­ვი­დო­და საქ­მე. მა­შინ გრი­ა­ლით მო­ვი­და და 2024 წელს გე­უბ­ნე­ბა, ახლა უფრო გრი­ა­ლით ამირ­ჩია ხალ­ხმაო – დიდი ტყუ­ი­ლია. გყავს ამომ­რჩევ­ლე­ბი, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბა აღარ გყავს… ჩემი სო­ლი­და­რო­ბა რო­გორც ონი­სე ცხა­და­ძეს, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რს, ასე­ვე ამ ერთ თვე­ში ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს.

– აქ­ცი­ის და­საშ­ლე­ლად არ­ნა­ხუ­ლი ძალა გა­მო­ი­ყე­ნეს. რო­გო­რი იყო შენი რე­აქ­ცია?

– არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ადა­მი­ა­ნის­გან ყვე­ლა­ფე­რი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მო­დის, რად­გან ზღვა­რი აღარ აქვს. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან გა­სუ­ლია. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს – ექი­მია, ხალ­ხს ეხ­მა­რე­ბა, პროგ­რა­მის­ტი, მსა­ხი­ო­ბი თუ სტუ­დენ­ტი – ყვე­ლას დას­დევს, სცემს და აპა­ტიმ­რებს. ბოლო ერთ თვე­ში სა­ოც­რე­ბე­ბი მოხ­და… დი­ლით ტე­ლე­ვი­ზორს რომ ვრთავ და და­ბინ­ტულ ახალ­გაზ­რდებს ვუ­ყუ­რებ, გული მის­კდე­ბა. ეს ქარ­თველ ხალ­ხს არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია. მი­შა­საც ჰქონ­და გა­დაც­დო­მა, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბი რომ წა­ა­გო და წა­ვი­და… 2003 წელს პარ­ლა­მენ­ტში იმი­ტომ შე­ვარ­და, რომ ხალ­ხს არ უნ­დო­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე – იქ იმ ხალ­ხის ხმა შე­ვი­და და და­უყ­ვი­რა – გა­და­დე­ქი… მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება და­ცუ­ლი უნდა იყოს!
თქვე­ნი გუნ­დის წევ­რი, ონი­სე ცხა­და­ძე ვახ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია. რას გვე­ტყვი ონი­სე­ზე?

– იმი­ტომ არა, რომ ვიც­ნობ, მარ­თლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია და ზუს­ტად ესაა ამა­თი გა­უ­გე­ბა­რი ქმე­დე­ბის შე­დე­გი. ონი­სე ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნო, გარ­და იმ ად­გი­ლი­სა, სა­დაც დღეს არის. ბო­რო­ტე­ბა გო­ნე­ბა­ში გა­ელ­ვე­ბი­თაც არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ასეთ ადა­მი­ა­ნებს სჯის ჩარ­ჩო­დან გა­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამ 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერც ერთ რუს ჯა­შუშს რომ ვერ და­ი­ჭერ და ონი­სე ცხა­და­ძეს აპა­ტიმ­რებ, ასე­ვე მათ, ვინც არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა გა­გიპ­რო­ტეს­ტა. თუ ასე გაგ­რძელ­და, ეს არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის ნი­აღ­ვა­რი გა­იზ­რდე­ბა და ხელს ყვე­ლას მოჰ­კი­დებს…

ადა­მი­ა­ნი ეუბ­ნე­ბა, ტრავ­მა­ტო­ლო­გი ვარ, ხალ­ხს ვეხ­მა­რე­ბი და ამის მერე, კი­დევ მე­ტად რომ სცემ. რა­ზეა სა­ერ­თოდ სა­უ­ბა­რი?! ეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი გა­გე­ბით, ნა­ცე­მი ფრი­ა­დოს­ნე­ბი არი­ან. თა­ვი­ან­თი საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რა­შიც გულს და სულს დე­ბენ, მათ შო­რის, სტუ­დენ­ტე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ამ სი­ცი­ვე­ში წყლით, ცრემ­ლმდე­ნი გა­ზით შლი, არ­ბევ, ძვლებ­ში ამ­ტვრევ, – სი­გი­ჟეა…

სა­სი­ხა­რუ­ლო ისაა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტორს ვერ პო­უ­ლო­ბენ. ერთ-ერ­თმა უთხრა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­აო, და­ი­ჯე­რეს და ილი­ას ეძებ­დნენ – აბ­სურ­დის თე­ატ­რია. “წი­თელ მო­ე­დან­ზე”, მოს­კოვ­ში ცა­რი­ე­ლი თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლი მაღ­ლა რომ აწიო, 5 ომო­ნე­ლი მოგ­ვარ­დე­ბა და ჩვენ­თა­ნაც უკვე ყვე­ლა­ფე­რი აქამ­დე მი­დის.

ხალ­ხი ქუ­ჩა­ში 28 ნო­ემ­ბერს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის იმ ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და მას მერე გა­რე­თაა…

– ერთი ლიტ­რი ბენ­ზი­ნი 5 ლარი რომ გახ­დეს, შე­იძ­ლე­ბა ეს არ გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ, არც პუ­რის გაძ­ვი­რე­ბა, მაგ­რამ გა­რუ­სე­ბა­ზე ბი­ძი­ნას ქარ­თველ­მა ხალ­ხმა წი­თე­ლი აუნ­თო… არა­და, ლუ­დო­ვი­კო XIV-ის მერე „ამ კარ­ზე“ ვა­კა­კუ­ნებთ… იქ­ნებ იმ არ­ჩევ­ნებს ალა­ლად იგებ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 41 გულ­ზე არ მე­ხა­ტე­ბა, ხელი უნდა ჩა­მო­გარ­თვა?! ერთი ხმი­თაც თუ მა­ჯო­ბე, კი, მიდი, მარ­თე. ასეთ დროს ყვე­ლა და­გე­ლა­პა­რა­კე­ბა.

– რო­გო­რია შენი პროგ­ნო­ზი?

– ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ბი­ძი­ნას ეს ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა შე­არ­ჩი­ნოს. თუ შერ­ჩა, შემ­დეგ­ში მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ცეს­კო კი­დევ სა­ში­ნელ არ­ჩევ­ნებს ჩა­ა­ტა­რებს (წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და). პი­როვ­ნუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე ვამ­ბობ, ზო­გა­დად ხომ ვი­ცო­დი, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ რო­დე­საც სცე­ნა­ზე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა, ამა­ში სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი… ყა­ვე­ლაშ­ვილს პი­როვ­ნუ­ლად არ ვიც­ნობ. დიდი ამ­ბა­ვი თუ რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი არ მომ­წონს, ეგ კი არა, მე­სის ფა­ნე­ბი რო­ნალ­დოს აკ­რი­ტი­კე­ბენ… ფეხ­ბურ­თი იქით იყოს, ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად მას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბას რო­გორ აფა­სებ?

– 2018 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არც პირ­ველ ტურ­ში და არც მე­ო­რე ტურ­ში არ ამირ­ჩე­ვია, მაგ­რამ ამ “ოც­ნე­ბის” შემ­ხედ­ვა­რე, ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტია… გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა გულ­ზე არ მე­ხა­ტე­ბა, მაგ­რამ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის მიერ ხელ­დას­ხმუ­ლი ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი რომ მახ­სენ­დე­ბა, ამ ფონ­ზე ყვე­ლა, რო­გორც ვთქვი, გე­ნი­ო­სია. კა­ლენ­დარს რომ შევ­ხე­დოთ, – „ოც­ნე­ბამ“ 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ი­ბა­რა და წე­სით, ახლა “ლა­ზი­კის პორ­ტში“ ევ­რო­პა შე­მოვ­ლი­ლი კრუ­ი­ზი უნდა შე­მო­დი­ო­დეს. რა სი­მაღ­ლე­ზე ვი­ყა­ვით და სად და­ვეშ­ვით… კრუ­ი­ზი უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო და გავ­რი­ლო­ვი შე­მო­იყ­ვა­ნეს… 29 დე­კემ­ბერს მეც მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბი… ერ­თა­დერ­თი გულს ის მი­ხა­რებს, რომ რუს­თა­ველ­ზე ხალ­ხს არც ერთი პო­ლი­ტი­კო­სი არ ეტყვის, რომ დღეს და­ვი­შა­ლოთ და ზეგ შე­ვიკ­რი­ბო­თო. გაბ­რა­ზე­ბის სუნი ტრი­ა­ლებს იქ და გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა თა­ო­ბის და სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი…

– რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში 2025 წელი?

– ბი­ძი­ნა ახა­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე უნდა წა­მო­ვი­დეს, – ეს მო­უ­წევს. თვი­თო­ნაც იცი­ან, რომ არა­ლე­გი­ტი­მუ­რე­ბი არი­ან, რაც აშ­კა­რად ეტყო­ბათ. სხვას ლა­პა­რა­კო­ბენ და მათი სხე­უ­ლის ენა სხვას ამ­ბობს. ასე რომ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა. თო­რემ, ვი­მე­ო­რებ, ამა­თი ცეს­კო­თი დათ­ვლი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი მო­მა­ვალ­ში უა­რე­სი და უა­რე­სი იქ­ნე­ბა. 28 ნო­ემ­ბრამ­დე ეს ინ­ტერ­ვიუ რომ ჩაგ­ვე­წე­რა, შე­იძ­ლე­ბა ასე ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ოპ­ტი­მიზ­მი იმან შემ­მა­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­იღ­ვი­ძა. ყვე­ლა, ვინც იქ დგას, აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. ამ ხალ­ხს ვერ გა­ა­ჩე­რებ – ქვე­ყა­ნა გვაქვს უთ­ვა­ლა­ვი ფე­რი­თა. პატ­რულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ხომ გი­თხა­რით – რომ მა­ჩე­რე­ბენ, მი­შას ხმით და ჯან­სა­ღი იუ­მო­რით ვე­უბ­ნე­ბი, – „ეხლა ეს ფორ­მა რომ გაც­ვია, ხვა­ლე იხდი თუ არა?!“ – პატ­რუ­ლი მი­ყუ­რებს და ამ­ბობს: „ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ვიხ­დი ფორ­მას“.

მერე უფრო ახ­ლოს მივ­დი­ვარ და მო­გუ­დუ­ლი ხმით ვე­უბ­ნე­ბი – „ბი­ძი­ნა ფორ­მას რა­ტომ არ იხ­დის?! ფორ­მა მე შე­გი­კე­რეთ, მე ჩა­გაც­ვით და გახ­დაც უნდა ვის­წავ­ლოთ“. ასე რომ, რომ „ოც­ნე­ბას“ ლე­გი­ტი­მა­ცია „გა­სახ­დე­ლი“ აქვთ. ამ პრინ­ცი­პით სხვა მთავ­რო­ბა გვე­ყო­ლე­ბა – წა­ა­გე – წადი, მო­ი­გე – მოდი. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ თუ არ მო­მე­წო­ნე­ბა, ჩემს სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­თა­ვე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, სიბ­რა­ზეს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში მი­ვი­ტან. ძალა-უფ­ლე­ბის დათ­მო­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ რად­გან მიშა მო­ი­შო­რე, 100 წელი სა­თა­ვე­ში უნდა იყო?! ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ გა­ა­ტა­რებს. ვა­და­გა­სუ­ლი არა­ვინ მინ­და, არც მიშა და არც გრი­შა. მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტე­ბის ვა­დას ხომ ვუ­ყუ­რებთ, რომ ვა­და­გა­სულ­მა არ გვავ­ნოს. აგერ მთავ­რო­ბა გვყავს ვა­და­გა­სუ­ლი, რო­მე­ლიც გვნებს. რო­გორც ბი­უ­ლე­ტენ­ზე გა­ჟო­ნა, ყვე­ლა სფე­რო­ში თა­ვი­ან­თი არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბით ისე გა­ჟო­ნეს.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო ირწმუნებოდა, რომ „კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ამერიკის ხელში არ არის, თუმცა, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გაირკვა, რომ „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას იგი აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს