ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ახალ პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანია ვიხილოთ – მარიამ ქვრივიშვილი

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 6 მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი. მონაცემები სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეაჯამა. 2023 წელს, საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 6 013 995 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნისთვის მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია.
2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე და 15%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს.
2023 წელს, საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 26 290 რეისი შესრულდა.
“მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ახალი პროექტი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გაიზარდოს საავიაციო ინფრასტრუქტურა, გახდეს კიდევ უფრო მეტად თანამედროვე და კეთილმოწყობილი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ავიაციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ახალ პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანია, მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან და, შედეგად, მეტი საერთაშორისო მოგზაური,” – აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს