“ვაგრძელებთ აღიარებას ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის ს” – Liberal International-ი და პარტია ALDE

ლიბერალური პოლიტიკური პარტიების მსოფლიო ორგანიზაცია, Liberal interantinal და პარტია ALDE, საქართველოში ე.წ. პრეზიდენტის არჩევაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“ჩვენ ძალიან ვართ იმედგაცრუებული და შეშფოთებული დღეს, ახალი პრეზიდენტის “არჩევით” ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, სადაც დომინირებს მხოლოდ “ერთი პარტიის” პარლამენტი, რომელიც შეიქმნა სადავო ს შემდეგ. ვინაიდან არ მოიცავდა ოპოზიციას, ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ვაგრძელებთ აღიარებას ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის სა და მისი მიღწევების, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვგმობთ “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებების შედეგებს და დემოკრატიულ უკუსვლას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში და მოვუწოდებთ ქვეყნებს, გაიმეორონ და გააფართოონ სანქციები, რომლებიც უკვე დაწესებულია -ის, უკრაინის მიერ და ევროკავშირისგან მოსალოდნელია პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ “უცხოელი აგენტების რუსული კანონის” და ანტიდემოკრატიული პრაქტიკის მიღებაში,” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა