ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით – ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა, რომ ე.წ. ჩაის ფაბრიკა, სადაც 33 ოჯახი ცხოვრობს, დემონტაჟს ექვემდებარება. მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებით, ალტერნატიული ფართის შესაძენად თითოეული ეს ოჯახი 30 000 ლარს მიიღებს.
“საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ღირსეული, უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავარი დაპირება იყო – ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მინდა გაგაცნოთ, რომელიც შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ავარიულ მრავალბინიან კორპუსს – ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებს ეხება (!) – ჩვენ ეს შენობა საფუძვლიანად შევამოწმეთ, იგი ამორტიზებულია და საფრთხეს წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის. ამიტომ, შემოქმედში, ე.წ. “ჩაის ფაბრიკის” ბინებში მცხოვრებ 33 ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით, რათა შეძლოთ ალტერნატიული ფართის შეძენა და უსაფრთხოდ განაგრძოთ ცხოვრება. ექსპერტების დასკვნის თანახმად, თავად ეს შენობა ექვემდებარება დემონტაჟს,”- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა