ე.წ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

ე.წ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ბოლო თვეების ზრდის შემდეგ, მაისში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. დღიურ ჭრილში კომპანიების აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა.
დღევანდელი, 15 მაისის 13:00 საათის მონაცემებით, ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები 11%-ით გაიაფდა, ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი 7%-ით შემცირდა, ხოლო Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით შემცირდა.
„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა საქართველო ინვესტორებისთვის სარისკო ქვეყნად უკვე აქცია, სწორედ ამას მოწმობს ლონდონის ბირჟაზე არსებული მდგომარეობა
„ქვეყანა, რომ სარისკო გახდა ინვესტორებისთვის, ამას მოწმობს ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასების შემცირებაც, რომელიც ბოლო 6 თვეა იზრდებოდა და ამ მოვლენების შედეგად, ბოლო პერიოდში დაიწყო შემცირება“, – ამბობს გიორგი კეპულაძე.