ე.წ. ოფშორებიდან აქტივის გადმოტანის სურვილით არავის მოუმართავს – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ ე.წ. ოფშორული ზონიდან საქართველოში აქტივის გადმოტანის შესახებ უწყებისთვის არ მიუმართავთ.
“ამ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურში შეღავათიანიდაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულიუცხოური საწარმოს ყველა აქტივის საკუთრებისუფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისთაობაზე მომართვა არ ფიქსირდება. ამასთან,რამდენადაც უცხო ქვეყნის ტერიტორიიდანაქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესისაჭიროებს გარკვეულ დროს, ამისგათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსშიშესაბამისი ცვლილება აკეთებს დათქმას – აქტივების 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადაცემაზე”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ bm.ge-ის მიერ გაგზავნილი კითხვის პასუხად მოწოდებულ ინფორმაციაში.
BMG-იმ შემოსავლების სამსახურს ასევე ჰკითხა იმის შესახებ, თუ აქვს უწყებას ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, რომ საქართველოში მსგავსი კანონი არსებობს? რა სახის კომუნიკაცია აქვს და არის თუ არა ბიზნესის მხრიდან ინტერესი, რაზეც უწყებაში ამბობენ, რომ ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია ყველა თემაზე მიმდინარეობს.
“რაც შეეხება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციას,გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურისთანამშრომლები, სამუშაო შეხვედრებისფარგლებში, მუდმივად ხვდებიან ბიზნესისწარმომადგენლებს, სადაც ხდება მათთვისსაინტერესო თემების განხილვა”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” “ოფშორების შესახებ” კანონი პარლამენტში მოულოდნელად, აპრილში დაარეგისტრირა. საპარლამენტო უმრავლესობამ “რუსული კანონის” კვალდაკვალ ის ორ დღეში, დაჩქარებული წესით მიიღო. პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, კანონი საბოლოოდ ს ხელმოწერით ამოქმედდა.
ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუ ოპერაცია 2028 წლის 1-ელ იანვრამდე შესრულდება, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება. კანონპროექტის წარდგენისას გამოითქვა ეჭვები, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული, რომელიც ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს.
Bm.ge