ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ ნადიმ ხმალაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ ნადიმ ხმალაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სააგენტო Tass-ის ინფორმაციით ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით ხმალაძე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც მან საბრძოლო მომზადება გაიარა”. – წერს სააგენტო რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.
პროკურატურის მტკიცებით, “ხმალაძე სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირების შემადგენლობაში მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის ქალაქ ირპენსა და ბუჩას რაიონის ქალაქ ჰოსტომელში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ”.
მათი თქმით, ხმალაძემ 745 000 (8 800$) რუსული რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…