,, ეხლა გეტყვით გუდაურის მთავარ პრობლემას” – პეტრე ცისკარიშვილი

ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი:
,,ე.ი. ზოგი გუდაურის საცობებზე წუხს, ზოგი – ხელოვნურ გათოვლიანებაზე, ბევრიც – ტექნიკურ მარილზე, მაგრამ ეხლა გეტყვით გუდაურის მთავარ პრობლემას.
აქვე დავამატებ, რომ ეს ის თემა და სფეროა, სადაც ქოცების წარმატება სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს მხოლოდ გაგვიხარდება.
სათხილამურო კურორტი პირველ რიგში მისი ტრასების ხარისხით ფასობს!
ამ მხრივ, გუდაურში ხდება კატასტროფა!!
თითქმის 1 მეტრი თოვლი მოვიდა და მაინც ყველგან მუშტზე დიდი ქვები ყრია (ზოგან შედარებით მცირე ზომის, მაგრამ თხილამურისთვის ქვა, ქვაა)
არანაირი ხელოვნური თოვლი არ გიშველის, თუ ტრასა ჯერ ქვებისგან არ გაწმინდე! რა მიგნებაა, არა?
შემდეგ ბალახი უნდა დათესო და ზამთარში სასრიალო მონაკვეთზე ზაფხულში მინდორი უნდა გქონდეს.
ანუ ზამთარში რომ კარგი სეზონი ჩაატარო და 30-40 სმ. თოვლიც გეყოს, ძირითადი სამუშაოები მაისიდან ოქტომბრამდე გაქვს შესასრულებელი.
ხელოვნური გათოვლიანების სისტემა სულ ბოლო ეტაპია.
ქვებზე და ლოდებზე ზედ თოვლს არავინ ყრის!
თუ ეს ანბანი ქოცებს არ ესმით, შეუძლიათ ალპების ნებისმიერ კურორტს ეწვიონ და სტაჟირება გაიარონ.
არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყველაფერი ესმით და იციან, მაგრამ ქოცობა თავისას შვრება
ბოდიში, სურათი უხარისხოა. უბრალოდ, ახლოს ვერ მიხვალ რომ კარგად აღბეჭდო. ან კისერს მოიტეხ, ან თხილამურს დალეწავ.
კუდების მთავარი ფერდია. შეგიძლიათ დაზუმოთ.“