“სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა 1 დეკემბრამდე გრძელდება. ეწვიეთ გამოფენას “ტრიუმფის 80 წელი”, სადაც შეძლებთ იმოგზაუროთ სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიან ისტორიაში – გაეცნოთ ქართული ბალეტის ისტორიას, მის კულტურულ მნიშვნელობას და ანსამბლის წარმატების ამსახველ ფოტომასალას. ამასთან, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური სასცენო კოსტიუმები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ბანკი და SOLO.
გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იმართება. გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკი – სუხიშვილების მთავარი სპონსორი.
				
								
								


