ექსტრემისტული მოწოდებებისთვის გასამართლებული იგორ სტრელკოვი უკრაინაში საომრად გაგზავნას ითხოვს

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელიც ექსტრემიზმისკენ მოწოდებებისთვის არის გასამართლებული, ში ომში გაგზავნას ითხოვს. ამჟამად ის თავისი განაჩენის გასაჩივრებას ცდილობს. სტრელკოვის ადვოკატმა იგორ მოლოხოვმა RBC-ს შეატყობინა, რომ სააპელაციო საჩივარს ერთვის დონბასში ს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის თანხმობა, სტრელკოვი ოცმეთაურის თანამდებობაზე მიიღოს.
დოკუმენტის არსებობას ადასტურებს სტრელკოვის ცოლი მიროსლავა რეგინსკაია. მისი სიტყვით, ის ჯერ კიდევ იანვარში მიიღეს.
კანონი კრძალავს „ექსტრემისტული“ მუხლებით გასამართლებულებთან სამხედრო სამსახურის თაობაზე კონტრაქტების გაფორმებას. მაგრამ სტრელკოვის ადვოკატები მაინც ხედავენ მისთვის ასეთ სამართლებრივ შესაძლებლობას, თუკი სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გააუქმებს განაჩენს, რის მიღწევასაც ცდილობს დაცვა. სტრელკოვი ასევე ჯარში შეიძლება დაბრუნდეს, თუკი პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებულებას მისი შეწყალებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.
სტრელკოვის აპელაციის თაობაზე სასამართლო სხდომა 15 მაისს გაიმართება.
სტრელკოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 2023 წლის ივლისში აღიძრა, სამი დღის შემდეგ კი ის მოსკოვში დააკავეს. ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდება წაუყენეს. მიზეზი გახდა მისი პოსტები ტელეგრამის არხში. იანვარში სასამართლომ მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრელკოვმა დანაშაული არ აღიარა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სტრელკოვი დამნაშავედ ცნო „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაში. ავიაკატასტროფას თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა. მას დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.

ასევე დაგაინტერესებთ