ექსპორტში 25%-იანი ზრდა გვაქვს, წელს ჯამში 5 მილიონ ბოთლს გავყიდით – „რთველისი“ (bm.ge)

ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ჯამურ ექსპორტში კლების ფონზე, მათ შემთხვევაში წელს 9 თვეში საზღვარგარეთ პროდუქციის გაყიდვების ზრდა ფიქსირდება.
როგორც BMG-სთან „რთველისში“ აცხადებენ, მათი კომპანიისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი აზიის და ევროპის ბაზარია. კომპანიის დირექტორის, თორნიკე ჭიკაძის განცხადებით, „რთველისს“ გაყიდვების 25%-იანი ზრდა აქვს და მოლოდინია, რომ წელს ჯამურად ექსპორტზე 5 მილიონ ბოთლს გაყიდიან.
რაც შეეხება ჯამურად, 9 თვის მონაცემებით, ექსპორტის კლებას, თორნიკე ჭიკაძის განცხადებით, ეს ფაქტი ს ბაზარზე ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის შემოღებითაა გამოწვეული.
“ჩვენი კომპანიის გაყიდვების 80% მოდის აზიასა და ევროპაზე. წელს დაახლოებით 25%-იანი ზრდა აქვს. იცით, რომ ჩვენ არ ვართ მრავალწლიანი კომპანია, მე-5 წელს ითვლის ჩვენი კომპანია. აქედან გამომდინარე, ეს წელი ჩვენთვის როგორც საექსპორტო კუთხით, ისე შიდა ბაზარზე, განვითარებით გამოირჩეოდა. ჯამში, ვფიქრობთ, რომ წელს 20-დან 25%-მდე ზრდით დავხურავთ და 5 მილიონ ბოთლს გავიტანთ ექსპორტზე. ეს არის ჩვენი გეგმა, რაც გვინდა რომ შევასრულოთ.
რაც შეეხება, ჯამურ ციფრებს, ეს ს ბაზარზე გასულ წელს რეკორდული პროდუქციის გადატვირთვას უკავშირდება. რაც თავის მხრივ სამომავლოდ აქციზის გაძვირებას უკავშირდებოდა. ეს მაჩვენებლები ახლა უბრალოდ თავის ბუნებრივ ნორმებს უბრუნდება”, – განაცხადა თორნიკე ჭიკაძემ.
ცნობისთვის, წელს 9 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 189.8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურად 11.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ძირითადი კლება კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის, სადაც 9 თვეში ექსპორტი თითქმის 17%-ით 120.1 მლნ დოლარამდეა შემცირებული.
bm.ge