ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე, მაღალი ზრდა და ლარის კურსის სტაბილურობა გამყარებისაკენ, მიუთითებს ზრდის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზისური პარამეტრის ზრდას, რაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში იქნება ასახული

ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე, მაღალი ზრდა და ლარის კურსის სტაბილურობა გამყარებისაკენ, მიუთითებს ზრდის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზისური პარამეტრის ზრდას, რაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში იქნება ასახული
„როგორც ჩანს მიმდინარე წელს ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების 5 %-იანი ზრდის პროგნოზია.“-წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე, მაღალი ზრდა და რაც მთავარია ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა გამყარებისაკენ, სავარაუდოდ მიუთითებს ზრდის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზისური პარამეტრის ზრდას, რაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში იქნება ასახული. მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ეკონომიკის მდგრად განვითარებაზეც მიუთითებს, რაც დამატებით ახალ სამუშაო ადგილებთან ერთად მოსახლეობის შემოსავლებზეც პოზიტიურად აისახება.
„მიმდინარე წლის იანვარში ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი, რაც 5.8 %0-ს შეადგენს, გასული წლის პირველ თვესთან შედარებით, მიუხედავად საგარეო-სავაჭრო ბრუნვის და ფულადი გზავნილების შემცირებისა, 2024 წელსაც მაღალი ზრდის თავისებურ ბარომეტრადაც კი გამოდგება. როგორც ჩანს მიმდინარე წელს ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების 5 %-იანი ზრდის პროგნოზია. საქართველოს მშპ 2024 წლის იანვარში გაიზარდა 5.8 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის იანვრის მაჩვენებელს 25.9 პროცენტით გადააჭარბა. მაღალი ზრდის ეფექტი პოზიტიურად აისახა ინფლაციაზე და სავალუტო კურსზე.
ინფლაციამ წინა თვესთან 0.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თუ წინა წლის ინფლაციის 1 %-ზე დაბალ მაჩვენებელსაც გავითვალისწინებთ, ინფლაციური წნეხი ფაქტიურად მოხსნილი იქნება, მით უმეტს 2024 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ფასების დონე შემცირდა 132 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე, რაც თითქმის 3.0–ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში იანვარში ექსპორტი წინა წლის იანვართან შედარებით შემცირდა -26.2%-ით , რაც სანედლეულო პროდუქციაზე (აზოტოვანი სასუქები, ფეროშენადნობები.).მსოფლიო ბაზრის ფასების შემცირებას უკავშირდება, რომელთაც საკმაოდ მაღალი წილი უკავიათ საქართველოს ექსპორტში. 2024 წლის იანვარში უცხოეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 263.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მხოლოდ 59.2 პროცენტია.
შემცირება გამოიწვია დან განხორციელებული ტრანზაქციების მნიშვნელოვანმა კლებამ (იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით გზავნილები რუსეთიდან შემცირდა 200.0 მლნ. აშშ დოლარით -თითქმის 4.0-ჯერ). თუმცა დანარჩენი მსოფლიოდან ტრანზაქციები განაგრძობდა ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იანვარში წინა წლის იანვართან 10.4-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც პოზიტიურად აისახება შემდეგ თვეებშიც ზრდაზეც და სავალუტო კურსზე. ჩვენ მომავალშიც უნდა ველოდოთ რუსეთის წილის სწრაფ შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში, რაც უკვე გასულ წელს იყო თვალშისაცემი და დაკავშირებულია რუსი მიგრანტების საქართველოდან გასვლასთან და რუსეთში შემოსავლების შემცირებასთან.
2024 წლის იანვარში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი მთლიან ტრანზაქციებში შემცირდა 60.1%-დან 25.7%-მდე. მართალია, რუსეთის ეკონომიკა საპროგნოზოზე სწრაფად იზრდება, მაგრამ ზრდა დიდწილად მოდის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო დაკვეთებზე და ნაკლებად ვაჭრობასა და მომსახურების სერვისებზე. ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე, მაღალი ზრდა და რაც მთავარია ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა გამყარებისაკენ, სავარაუდოდ მიუთითებს ზრდის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზისური პარამეტრის ზრდას, რაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში იქნება ასახული. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ეკონომიკის მდგრად განვითარებაზეც მიუთითებს, რაც დამატებით ახალ სამუშაო ადგილებთან ერთად მოსახლეობის შემოსავლებზეც პოზიტიურად აისახება. ეს გარემოება ასევე მიუთითებს ქვეყნის როგორც შუა დერეფნის როლის ზრდაზე, ხოლო ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია , უახლოეს წლებში ეკონომიკური ზრდის ხერხემალი გახდება და რაც ცალსახად ხელისუფლების აქტივში უნდა ჩაიწეროს.“-წერს გიორგი ცუცქირიძე.
Next: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი იკადრა –

ასევე დაგაინტერესებთ

თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის

“ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?” – ღარიბაშვილის სკანდალური განცხადება