ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ დგებუაძე “სიმულირებდეს” – “დიახ, შეიძლება სიმულირებდეს, ოღონდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის”

ფოტოკოლაჟი – ნეტგაზეთი
მზია ამაღლობელის საქმეზე – სასამართლო სამედიცინო ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ს პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე “სიმულირებდეს”.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი მიმდინარეობს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, პროკურატურის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი გამოიკითხა.
გივი ჩხარტიშვილს კითხვები დაუსვა მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა, მაია მწარიაშვილმა და ჰკითხა, შეიძლება თუ არა ირაკლი დგებუაძე სიმულირებდეს, რომ ლოყა ეტკინა და ასევე ჰკითხა, ამის გამოცნობის რაიმე მეთოდი თუ არსებობს, ამ უკანასკნელზე ექსპერტმა უპასუხა, რომ “არა”.
მწარიაშვილი: ანუ მას შეუძლია სიმულირებდეს? ექპსერტი: დიახ, ოღონდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მწარიაშვილი: 12 საათის შემდეგ, შეიძლება ლოყა წითელი ჰქონოდა? ექსპერტი: რის გამო? მწარიაშვილი: შემოლაწუნებსი გამო. ექსპერტი: ვერ გეტყვით მე, ვერ გეტყვით.
სხდომათა დარბაზში ისმის ამაღლობელის მხარდამჭერთა შეძახილები – “თავისუფლება მზიას”, რომლებიც სასამართლოს შენობასთან არიან შეკრებილები.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი, ანნა ლიბერგი და ს ელჩი მარდიასლუ კაჰარი ესწრებიან. სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს