“ექსპერტები” ოკუპანტი ქვეყნიდან ეროვნულ არქივში – წულუკიანმა რუსეთის გარდა რენდგენელოგი და ფოტოგრაფი ვერსად იპოვა

“ექსპერტები” ოკუპანტი ქვეყნიდან ეროვნულ არქივში – წულუკიანმა ს გარდა რენდგენელოგი და ფოტოგრაფი ვერსად იპოვა
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ კომენტარში ადასტურებს, რომ ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიაში რუსეთის მოქალაქეები მუშაობენ, თუმცა დავით ლორთქიფანიძე ამტკიცებს, რომ ტრეტიაკოვის გალერიიდან დარია ბუდანოვა და ნიკოლაი მიტრაკოვი ისე ჩამოიყვანეს და ისე დაასაქმეს თბილისში, რომ მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ტვ პირველის ინფორმაციით, რუსეთის ორ მოქალაქეს დარია ბუდანოვას და ნიკოლაი მიტრაკოვს ეროვნულ საცავში დაცულ მასალებთან წვდომა რამდენიმე თვის წინ მისცეს. ლაბორატორია ოფიციალურად 26 ივლისს გახსნა წულუკიანმა და სწორედ ზაფხულიდან მუშაობენ ხელოვნების მუზეუმში ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები.
წყარო “შაბათის ეთერს” მუზეუმიდან უყვება, რომ დარია ბუდანოვა 19-20 საუკუნის კოლექციებითაა დაინტერესებული. რუსეთის მოქალაქე მთელს დროს ატარებს იმ ფონდში, სადაც იმპერიის ფოტო-კოლექციებია დაცული და რომელიც ახლა კურატორის გარეშე დარჩენილი.
მედიის ცნობით, 34 წლის ნიკოლაი მიტრაკოვი სტომატოლოგია და ლაბორატორიაში რენდგენელოგად მუშაობს, 33 წლის რეჟისორი ბუდანოვა კი ფოტოგრაფად. საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ დასაქმდება თუ მას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს – ბუდანოვაც და მიტრაკოვიც ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეები არიან. თუმცა, ორივესთან ხელშეკრულება გააფორმეს და საექსპერტო მომსახურებისთვის დაიქირავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული