ექნებათ რევოლუციური სცენარები, მაგრამ უფრო ნაკლებად შედეგიანი იქნება, ვიდრე წელს იყო, წელს რაღაც 1%-იანი ჩანასახი გაჩნდა, მარტის დღეებში, ამასაც ვერ მოახერხებენ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ექნებათ [ოპოზიციას] რევოლუციური სცენარები, მაგრამ უფრო ნაკლებად შედეგიანი იქნება, ვიდრე წელს იყო. წელს რაღაც 1%-იანი ჩანასახი გაჩნდა, მაგალითად, მარტის დღეებში, ამასაც ვერ მოახერხებენ. როგორც ერთი წლის წინ რაღაცებზე ვამბობდი, რომ დავიმახსოვროთ, ეს ასე იქნება, ახდა ბევრი რაღაც, ახლაც წინასწარ გეუბნებით, რა თქმა უნდა, ამის მცდელობა იქნება, მაგრამ, გარანტირებულად, არ გამოუვათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ თავადაც იცის მათი რეიტინგები და ერთადერთი გზა რჩებათ -არეულობაში რაღაც ახალი მოიფიქრონ, “გეგმა B-ს გეგმა B”.
„რეიტინგებს რომ აქვეყნებენ, ხან ასე გამოაქვეყნეს, ხან ისე, ხან ალოკაციის გარეშე ჩამოწიეს, პროპორცია მაინც ვერ შეამცირეს და ათასგვარი რაღაც მოიფიქრეს, თვითონ ხომ ითვლიან, იციან, ამ დათვლაში თავის მიერ გამოქვეყნებულ/გადასწორებული ველი გაუბედურებული რომ აქვთ. NDI- ს კვლევებს ვინ ატარებს ხომ ძალიან კარგად ვიცით, ამ კვლევებშიც არაფერი გამოსდით, ვერ აგროვებენ, ყველამ სულ 2-2 და 3-3 პროცენტი რომ გადალახოს, ეს პარტიებიც რომ უმატონ ერთმანეთს, ხომ გაბევრდნენ და გაშალეს, 40 %-მდე ვერანაირ კონფიგურაციაში ვერ ადიან და ხვდებიან, ის დანარჩენი 60% სად არის, პოტენციურად და არაპოტენციურად, ნებისმიერი გზით. ახლა სხედან, პროცენტს ითვლიან აქედან იქიდან, იქ „ნაცმოძრაობა“ დაძირეს, თვითონვე წამოვიდა სხვა პარტიები ვითომ, ისინი ბარიერს ვერ ლახავენ, ეს 3 და 4 პროცენტიც რომ ააგროვონ და ყველას თითო, 2-2 და 3-3 პროცენტი უმატონ და თეორიაში წარმოიდგინონ 5 პროცენტამდე ბარიერი, 60%-ზე რომ ვერ ადიან ხვდებიან. როგორ შეიძლება რომ დღეს იყოს მოცემულობა, ერთადერთი ოპოზიციური პარტია ლახავს ბარიერს, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ ისევ მეორე ადგილოსანია, დაწეული გაუბედურებული რეიტინგით, მაგრამ ბარიერს მხოლოდ ის ლახავს, სხვები ვერ ლახავენ, ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ადიან ისეთ პროცენტზე, რომელიც რაღაცის თეორიულ შანს გააჩენს. რაღაც გზა ხომ უნდა მოძებნონ, მეორე გზა არის არეულობის სცენარი, მეტი შანსი არ აქვთ, ამიტომ რადგან ეს მონაცემები თავადაც უჭირავთ ხელში, ერთადერთი გზა რჩებათ – იქნებ რაღაც ავრიოთ, რომ მერე ამ არეულობაში რაღაც კიდევ ახალი მოვიფიქროთ, გეგმა B-ს გეგმა B, ასე დავარქვათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ყოველ მცდელობაზე ხალხი იძენს ახალ გამოცდილებას და ამჟამად ოპოზიცია დასუსტებულია.
„ხალხმა ნახა მაგალითად, რომ რაღაც კატეგორიაზე ჭრის უარგუმენტოდ ერთი და იგივეს გამეორება. ერთ-ერთი ბოლო კოზირი იყო კოდალასავით რუსული, რუსული, რუსული. მეტნაკლები წარმატებით ეს განახორციელეს 8-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით. ადამიანებს უთხრეს, რომ თქვენ რა კანონსაც გთავაზობენ, ეს არის სინამდვილეში რეპრესიული კანონი. მაგალითად არგუმენტებიც მოიტანეს. იქ იყო ასე თუ ისე მყარი არგუმენტები, პუტინი და მედვედევი ლაპარაკობდნენ, შერბილებული ვარიანტია, „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა და „ოცნებაც“ ლაპარაკობს, რომ შერბილებული ვარიანტია, ეს დამთხვევა ძალიან კარგად გამოიყენეს მეტნაკლები წარმატებით. იქ სიტყვები დაადეს ერთმანეთს, რომ ესენიც ლაპარაკობენ, რაღაც სიტყვა დაემთხვევა ერთმანეთს, ხან პუტინი იტყვის და ხან ვაშაძე და ნებისმიერი სიტყვა შეიძლება დაამთხვიო. ამ დამთხვევებით დააჯერეს საზოგადოების და ახალგაზრდების რაღაც ნაწილს, რომ ეს არის რუსული კანონი. სინამდვილეში ეს იყო ამერიკული კანონი. მეორე ვერსია „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, იყო ამერიკაში მოქმედი კანონის „ფარას“ პირდაპირი თარგმანი და ამაზეც დააჯერეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ ეს არის რუსული კანონი. ეს რომ ვიღაცამ დაიჯერა მოვლენებს ხომ მიადევნა თვალყური, უცებ კანადაში, სხვადასხვა ქვეყნებში, ახალგაზრდებმა პერფორმანსები გააკეთეს, მიდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან და იძახდნენ – არა რუსულ კანონს, იუმორისტული, ირონიული ჟანრის სარკასტული წარმოდგენები ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ქვეყნები ამაზე მუშაობენ, ზოგან იღებენ, ევროკავშირში ინიცირდება გაცილებით ხისტი მკაცრი სამართლებრივი დასჯის მეთოდებით. „ფარა“ ასე არ აკონკრეტებს რუსული წყარო იქნება თუ სხვა ქვეყნის“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ფარას“ მეშვეობით, საზოგადოებამ გაიგო, როგორ აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს დასანქცირების კამპანიას და მისი ოჯახი.
„ჩვენ ხომ „ფარადან” გავიგეთ ეს ყველაფერი, ე.წ. რუსული კანონიდან გავიგეთ ხომ? ანუ ეს კანონი ამერიკაში აძლევს საშუალებას ამერიკის, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომ გაიგოს საიდან ფინანსდება კონკრეტული ღონისძიება და აქტივობა და დეტალურად არის გაწერილი რა ვალდებულებები აკისრია ამ შემთხვევაში თანხის მიმღებს, ამაზე იყო აქაც საუბარი. ასევეა ევროკავშირის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი სანქციის დადებასაც კი პროგნოზირებენ, პროექტი ასეთია ყოველ შემთხვევაში, თუ ასეთი ფორმით მიიღეს. აქ არ იყო მსგავსი არაფერი, ერთი რაც იყო უნდა მომხდარიყო დეკლარირება, საიდან მიიღო კონკრეტულმა ენჯეომ თუ ადამიანმა ეს თანხები, ვისგან მიიღო და რაში მიიღო. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი, თუ არ დეკლარირდებოდა დაჯარიმდებოდა, მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, ეს გამოცდილება სხვაგან რომ არ წავიდეთ და აგენტების შესახებ კანონზე რომ არ ვილაპარაკოთ, ეს გამოცდილება ხალხმა მიიღო, ხალხმა ნახა, რაღაცაზე რომ ათქმევინეს, რომ ეს იყო რუსული კანონი, სინამდვილეში ეს იყო ამერიკული. ევროკავშირიც იღებს გაცილებით მკაცრ ანალოგიურ ვერსიას.
მეორე – რატომ იქნება მათთვის რთული, მეტი მტკიცებულება რა გვინდა ამას იკადრებენ თუ არა, როდესაც ვიცით, რომ ISFED-მა გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, მაშინ როდესაც აბსოლუტურად ვერაფერი ნახეს საკრიტიკო წინა არჩევნებზე, ახლა კიდევ უფრო ვერაფერს ნახავენ. კვირები გავიდა ისე რომ არ ტყდებოდნენ, სანამ მართლა კუთხეში არ მივაყენეთ ჩვენი არგუმენტებით, ჩვენი მტკიცებულებებით, ჩვენი აქტიურობით და აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა, ჩატარდა სამართლიანად და პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, რომელიც უნდა აკონტროლებდეს არჩევნები ჩატარდა თუ არა სამართლიანად, ის გაყალბდა სინამდვილეში და მერე დაარქვეს შეცდომა, დაარბილეს. ეს გააკეთა ორგანიზაციამ, რომელიც უნდა აკონტროლებდეს, რამდენად სწორად ჩატარდა არჩევნები, ეს მაშინ ქნეს და ახლა აღარ იზამენ? სხვანაირად ოპოზიციას შანსი არ აქვს საქართველოში რომ გაიმარჯვოს, არანაირი ნიშანი იმისა არ არსებობს, რომ სხვა მხრივ მათ რაიმე წარმატებას დაუკავშირონ მომავალი, უბრალოდ არ არის მათი მხრიდან სხვა მოლოდინი, როდესაც იციან რო სხვა შანსი არ არის, ერთხელ იკადრეს და ახლაც იკადრებენ, ამისი მცდელობები სულ იქნება, მაგრამ იმდენად არიან დასუსტებულები, ადამიანები მეკითხებიან, ოპოზიცია რომ აღარ გყავთ, რა უნდა ქნათო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მაშინ, როცა ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს “სოროსის” ფონდი აორგანიზებს